The Georgian Times

IDFI მედიაში 11 ოქტომბერი 2013

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთ გამჭვირვალე უწყებად დასახელდა 
 
მარიამ ხუნაშვილი
12.09.2013
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთ გამჭვირვალე უწყებად დასახელდა, რის გამოც სპეციალური ჯილდო - „2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის" - გადაეცა. 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დღეს 2012-2013წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის რამდენიმე საჯარო უწყება დააჯილდოვა, მათ შორის, ჯილდო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე უწყებას, გადაეცა. 
„ჩვენ უწყებაში კარი ფართოდ გავაღეთ ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს საჯარო ინფორმაცია", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 
მისი თქმით, საჯარო ინფორმაციის გაცემის არც ერთი მოთხოვნა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის პერიოდში რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია. 
„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ჩვენს უწყებაში რაც გავაკეთეთ მოსვლის დროს, იყო ის, რომ კარი ფართოდ გავაღეთ ნებისმიერი იმ ადამიანისთვის,რომელსაც აინტერესებს საჯარო ინფორმაცია. ძალიან ბევრი ინფორმაცია, რაც ადრე არ იდო ვებ-გვერდზე, დავდეთ. ეს არის: დეტალური ბიუჯეტი, დეტალური ანგარიშები, პრეზენტაციები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ღია და საჯარო. რეაგირება ხდება ნებისმიერ შემოსულ განცხადებაზე", - აღნიშნა დავით ნარმანიამ. 
პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის სხვა წარმომადგენლები, არასამთავრობო, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
   
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024