ivote.ge

IDFI მედიაში 11 ოქტომბერი 2013

IDFI ყველაზე ანგარიშვალდებულ და დახურულ საჯარო დაწესებულებებს დაასახელებს 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებულ და ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებებს დაასახელებს. 
 
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოდან" აცნობეს, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული კვლევა 2012 წლის ივლისი - 2013 წლის ივნისის მონაცემებს ეყრდნობა. 
 
ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები www.opendata.ge-მ გამოავლინა. 
 
კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "რედისონში" გაიმართება. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი. 
 
პრეზენტაციას საჯარო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. 
 
"მოწვეული საზოგადოება დეტალურად გაეცნობა პროექტის შედეგებს, განიხილება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკა და 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევენებამდე და არჩევნების შემდგომ პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ტენდენციების შედარებითი ანალიზი. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს წინადადებებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო მექანიზმებს გაუმჯობესებასთან მიმართებაში", - განმარტავენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში. 
 
IDFI პროექტს www.opendata.ge 2010 წლიდან ახორციელებს. ონლაინბაზა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, თვალი ადევნოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ტენდენციებს საქართველოში, სხვადასხვა უწყებების ანგარიშებს, გეგმებსა და ბიუჯეტის ხარჯვას. www.opendata.ge-ზე საჯარო დაწესებულებებიდან ოფიციალურად გამოთხოვილი სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაცია ქვეყნდება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024