ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია

სიახლეები | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 22 ნოემბერი 2023

2023 წლის 21 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, გაეროს განვითარების  პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასვე, სამოქალაქო საზოგადოების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ანდერს ტრელბორგმა, დანიის საელჩოს საქართველოში მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კლდიაშვილმა, IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, და გიორგი ტოკლიკიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის თანაავტორმა.

 

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, IDFI-ის და პარტნიორი ორგანიზაციების  წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მომზადებული მუნიციპალიტეტების 2023 წლის შეფასების შედეგები წარმოადგინეს და გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში შემავალი მუნიციპალიტეტები დაასახელეს. 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, აქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალო შედეგი შეფასების 100%-იან სკალაზე 33%-ია. მერიების საშუალო შედეგია - 31%, ხოლო საკრებულოების 35%. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსისწინა,2021 წლის შედეგი (28%) 2023 წელს მცირედით, 5%-ით გაუმჯობესდა.

 

IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის | ინტერნეტის და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელის, თეონა ტურაშვილის თქმით, 2021 წლის შედეგებთან შედარებით, მუნიციპალიტეტების საერთო მაჩვენებლები გარკვეულწილად გაუმჯობესდა ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების და ელექტრონული მმართველობის  კუთხით. თუმცა, მდგომარეობა გაუარესდება  მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. საერთო შედეგების გაუმჯობესებაზე დადებითად იმოქმედა ელექტრონული რესურსებზე მუნიციპალიტეტების ხელმისაწვდომობისა და მუნიციპალიტეტების ვებგვერდების შესაძლებლობების გაუმჯობესებამ, ასევე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პროგრამებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცალკეულმა ინიციატივებმა და საექსპერტო მხარდაჭერამ. თუმცა, გამოიკვეთა ცალკეული მუნიციპალიტეტებიც, რომელთაც ვერ შეძლეს წინა წლებში დანერგილი კარგი პრაქტიკების მდგრადობის შენარჩუნება.

 

 

ინდექსის  ექსპერტმა, ირაკლი კახაძემ  ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების გამჭვირვალობის ძირითად ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მხოლოდ მინიმალური, ფორმალური გარანტიებია შექმნილი მოქალაქეთა მონაწილეობისთვის. მაგალითად,  წინა შეფასებასთან შედარებით 14%-ით გაუარესდა  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, 13%-ით გაუარესდა საკრებულოს სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა. გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ წარმოდგენილ იქნა რეკომენდაციები. მათ შორის ხაზი გაესვა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მერიისა და საკრებულოს შესაბამისი გეგმების შექმნის აუცილებლობას.

 

2023 წლის შეფასების მიხედვით, საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი დასახელდა. 100%-იან შეფასების სკალაზე მას 75%-იანი შედეგი აქვს. ქალაქ ფოთის შემდეგ საუკეთესო შედეგები აქვთ ამბროლაურის (66%), ლაგოდეხის (63%), მესტიის (56%) და ონის (55%) მუნიციპალიტეტებს.

 

რაც შეეხება რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე მუნიციპალიტეტებს, მათ შორის არიან ასპინძის (6%), თიანეთის (9%), ადიგენის (12%), კასპის (13%) და ყაზბეგის (15%) მუნიციპალიტეტები.

 

შეხვედრის მეორე ნაწილში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ექსპერტების ჩართულობით გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც განხილულ იქნა ადგილობრივ დონეზე გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების დანერგვის კუთხით არსებული მიღწევები, გამოწვევები და საჭიროებები. აღნიშნულ პანელს მოდერაციას უწევდა IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი. პანელის მომხსენებლები იყვნენ:

 

- მზია გიორგობიანი - მინისტრის მოადგილე, საქართველოს რეგიონული    განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

 

- კარლო ჯამბურია - საკრებულოს თავმჯდომარე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

 

- ნინო გვასალია  - მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი, ფოთის მუნიციპალიტეტის მერია 

 

- ნინო კაკუბავა - პროექტის მენეჯერი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

 

- კოკა კიღურაძე - აღმასრულებელი დირექტორი, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC)

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ: ინდექსი აფასებს მუნიციპალიტეტში ღიაობისა და გამჭვირვალობის, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების, ელექტრონული მმართველობის, მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს.2017, 2019, 2021 და 2023 წლების შედეგები და მუნიციპალიტეტების რეიტინგები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.LSGIndex.org

 

ფოტო გალერეა იხილეთ აქ

 

იხილეთ სრული ანგარიში აქ 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024