საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 11 თებერვალი 2015

ხუთშაბათს, 12 თებერვალს 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საჯარო ინფორმაციის თვალსაზრისით ყველაზე ღია და დახურულ საჯარო დაწესებულებებს დაასახელებს.


ორგანიზაცია შეაჯამებს, თუ რა მდგომარეობა იყო 2014 წლის განმავლობაში საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, შეაფასებს, შენარჩუნდა თუ არა სრულყოფილად გაცემული პასუხების მაღალი მაჩვენებელი, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაფიქსირდა.


IDFI დაწესებულებების გამჭვირვალობის ხარისხს პროექტის 'საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა- www.opendata.ge“ ფარგლებში 2010 წლიდან აფასებს.


პროექტი ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.


IDFI-ის გუნდის მიერ 2014 წელს პროექტის განხორციელებისას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 308 საჯარო დაწესებულებაში სულ 5 466 განცხადება გაიგზავნა.


პროექტის მსვლელობისას წარმოებული სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე გამოვლინდება ის უწყება, რომელმაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 2014 წელს ყველაზე მეტად გააუმჯობესა. აგრეთვე, სამინისტროები, რომლებმაც ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა აჩვენეს. პრეზენტაციაზე დასახელდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ყველაზე არაანგარიშვალდებული უწყებებიც.


გარდა ამისა, IDFI-ს სიგელი გადაეცემა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებლის მქონე დაწესებულებებს.


ღონისძიებას დაესწრებიან როგორც სამინისტროებისა და სსიპ-ების ხელმძღვანელი პირები, ასევე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენები.


***
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ იაკობიძე
პროექტის ანალიტიკოსი
ტელ: +9955598241001
ელ-ფოსტა: t.iakobidze@idfi.ge

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024