2013 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა, საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს №219 დადგენილება ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ."
წინამდებარე კვლევის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა 2014 წლის 21 იანვრიდან 21 თებერვლამდე IDFI შეეცადა გამოერკვია, რამდენად უზრუნველყვეს დაწესებულებებმა აღნიშნული დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულებები. ხსენებული დროის მონაკვეთში ინსტიტუტის მიერ შესწავლილი იქნა საქართველოს მთავრობის კანცელარიის, სამინისტროების და სახელმწიფო მინისტრის აპარატების მიერ საკუთარ ვებ-გვერდებზე 2013 წლის 31 დეკემბრამდე სავალდებულო პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის განთავსება და მათ მიერ დანერგილი საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის პრაქტიკა.
როგორც გამოჩნდა საქართველოს მთავრობის კანცელარიამ და სამინისტროებმა აღნიშნული დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მაღალი მაჩვენებლები აჩვენეს.
თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხსენებული დაწესებულებები უმეტესწილად ვებ-გვერდებზე ათავსებენ მხოლოდ იმ მინიმალურ კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც აკმაყოფილებს მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს. კვლევაში წარმოდგენილია IDFI-ის რეკომენდაციები სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის განთავსების შესახებ, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოების ფინანსურ გამჭვირვალობასა და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
რეკომენდაციები მოიცავს შედეგ პუნქტებს:
IDFI-ის რეკომენდაცია (სტრუქტურული ხე და თითოეული სტრუქტურული ერთეულის ფუნქციების აღწერა)
IDFI-ის რეკომენდაცია (საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული წერილებისრეესტრი მოთხოვნის თარიღის, ადრესატის, შინაარსის და განხილვის შედეგის მითითებით)
IDFI-ის რეკომენდაცია (გასხვისებული ქონების ჩამონათვალი, ვისზე გასხვისდა და რა პირობებით)
IDFI-ის რეკომენდაცია (სად და რა სახის რეკლამა განთავსდა)
IDFI-ის რეკომენდაცია (თანამდებობის პირებზე ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით)
IDFI-ის რეკომენდაცია (თანამდებობის პირებზე ცალ-ცალკე ჩაშლილალად (ხარჯვითი კატეგორიების მიხედვით)
მივლინების თარიღის, მივლინების მიზნისა და ქვეყნის მითითებით)
IDFI-ის რეკომენდაცია (შესყიდვის ფასი, შესყიდვის თარიღი, გამოშვების წელი, ნარჩენი ღირებულება)
IDFI-ის რეკომენდაცია (თანამდებობის პირების და სხვა თანამშრომლების ცალ-ცალკე)
IDFI-ის რეკომენდაცია (თანამდებობის პირების და სხვა თანამშრომლების ცალ-ცალკე)
IDFI-ის რეკომენდაცია (საბალანსო ღირებულების მითითებით)
IDFI-ის რეკომენდაცია (თანამდებობის პირების და სხვა თანამშრომლების ცალ-ცალკე).