საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის პრაქტიკა საჯარო დაწესებულებებში

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 4 მარტი 2014

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის პრაქტიკა საჯარო დაწესებულებებში

2013 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა, საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს №219 დადგენილება ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ."

წინამდებარე კვლევის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა 2014 წლის 21 იანვრიდან 21 თებერვლამდე IDFI შეეცადა გამოერკვია, რამდენად უზრუნველყვეს დაწესებულებებმა აღნიშნული დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულებები. ხსენებული დროის მონაკვეთში ინსტიტუტის მიერ შესწავლილი იქნა საქართველოს მთავრობის კანცელარიის, სამინისტროების და სახელმწიფო მინისტრის აპარატების მიერ საკუთარ ვებ-გვერდებზე 2013 წლის 31 დეკემბრამდე სავალდებულო პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის განთავსება და მათ მიერ დანერგილი საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის პრაქტიკა.

როგორც გამოჩნდა საქართველოს მთავრობის კანცელარიამ და სამინისტროებმა აღნიშნული დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მაღალი მაჩვენებლები აჩვენეს.

 

თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხსენებული დაწესებულებები უმეტესწილად ვებ-გვერდებზე ათავსებენ მხოლოდ იმ მინიმალურ კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც აკმაყოფილებს მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს. კვლევაში წარმოდგენილია IDFI-ის რეკომენდაციები სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის განთავსების შესახებ, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოების ფინანსურ გამჭვირვალობასა და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

რეკომენდაციები მოიცავს  შედეგ პუნქტებს:

  • ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა

         IDFI-ის რეკომენდაცია (სტრუქტურული ხე და თითოეული სტრუქტურული ერთეულის ფუნქციების აღწერა)

  • ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა

   IDFI-ის რეკომენდაცია (საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული წერილებისრეესტრი მოთხოვნის თარიღის,         ადრესატის, შინაარსის და  განხილვის შედეგის მითითებით)

  • ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ                                    

         IDFI-ის რეკომენდაცია (გასხვისებული ქონების ჩამონათვალი, ვისზე გასხვისდა და რა პირობებით)

  • რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები     

         IDFI-ის რეკომენდაცია (სად და რა სახის რეკლამა განთავსდა)

  • ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების შესახებ           

          IDFI-ის რეკომენდაცია (თანამდებობის პირებზე ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით)

  • ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ                       

           IDFI-ის რეკომენდაცია (თანამდებობის პირებზე ცალ-ცალკე ჩაშლილალად (ხარჯვითი კატეგორიების   მიხედვით)

         მივლინების თარიღის, მივლინების მიზნისა და ქვეყნის მითითებით)

  • ბალანსზე რიცხული ავტომობილების ჩამონათვალი მოდელის მითითებით          

          IDFI-ის რეკომენდაცია (შესყიდვის ფასი,  შესყიდვის თარიღი, გამოშვების წელი, ნარჩენი ღირებულება)

  • საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები

          IDFI-ის რეკომენდაცია (თანამდებობის პირების და სხვა თანამშრომლების ცალ-ცალკე)

  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები

          IDFI-ის რეკომენდაცია  (თანამდებობის პირების და სხვა თანამშრომლების ცალ-ცალკე)

  • ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი

          IDFI-ის რეკომენდაცია  (საბალანსო ღირებულების მითითებით)

  • სატელეფონო საუბრებზე  გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯები                                   

          IDFI-ის რეკომენდაცია  (თანამდებობის პირების და სხვა თანამშრომლების ცალ-ცალკე).

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024