„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე - მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო.
კონკურსის მიზანია - საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაცია და მათი მნიშვნელობის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება.
რა არის მდგრადი განვითარების მიზნები?
2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანაა, გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე.
საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგში. მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანსა და 169 ამოცანას.
კონკურსის თემაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, 2017 წლის 2 მაისს, 17:00, რესტორან “ლოლიტა”-ს საკონფერენციო დარბაზში (მის: ჭოველიძის N7, მე-III სართული) კონკურსანტებისთვის გაიმართება სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 2017 წლის 26 აპრილისა.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.
როგორ მივიღო მონაწილეობა კონკურსში?
1. ნაშრომი უნდა ეხებოდეს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მხოლოდ ერთ მიზანს;
2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ესეს გამოგზავნა სხვადასხვა მიზნის შესახებ;
3. ესეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა), ასევე უმაღლესი სასწავლების სახელი;
4. ესეს ტექნიკური მახასიათებლები: ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე, შრიფტი - სილფაინი, ზომა 12, ხაზებს შორის დაშორება 1.5, ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას, ესე არ უნდა იყოს PDF ფორმატში, ვორდის დოკუმენტს მონაწილის სახელი და გვარი უნდა ერქვას;
5. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან კონკურსანტი კონკურსიდან;
6. საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 21 მაისი;
7. ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge
8. გამოგზავნისას მეილის სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ „ესეების კონკურსი".
შეფასების კრიტერიუმები
- თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება;
- პრობლემის ხედვა კონტექსტში;
- ლოგიკური მსჯელობა;
- ანალიზი და არგუმენტირება;
- ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი);
- წერის კულტურა.
პრიზები
- I-ადგილის გამარჯვებული სტუდენტი დაჯილდოვდება ტექნიკის მაღაზიის 1000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით, ხოლო II და III ადგილის მფლობელებს კი გადაეცემათ სპეციალური პრიზები მდგრადი განვითარების მიზნების საერთაშორისო ფორუმზე.
- გამარჯვებულ ნაშრომებს შეარჩევს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და IDFI-ის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური. კონკურსის დასრულების შემდეგ, ჟიურის მიერ შერჩეული 10 საუკეთესო ესე, ავტორის ფოტოს, სახელისა და გვარის მითითებით, განთავსდება IDFI-ის ვებ და ფეისბუქ გვერდებზე.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ელექტრონული მისამართი: contest@idfi.ge
FB მესიჯი:https://www.facebook.com/IDFI.official
ტელ: +995 32 2 92 15 14; +995 599 500 137
კონკურსი იმართება პროექტის „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.