კონკურსი - პროექტის შემფასებელი

პროექტის “პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ (PrIME) ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აცხადებს კონკურსს პროექტის შემფასებლის შესარჩევად.

 

პროექტის შესახებ:

 

PrIME ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით.

 

პროექტის სრული ბიუჯეტია EUR 333,321.64, ხოლო ხანგრძლივობა: 14 მარტი, 2018 – 14 მაისი, 2020.

 

PrIME-ის მიზანია საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდა საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

 

პროექტთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ: https://idfi.ge/ge/prime_eu_idfi_project

 

პროექტის შემფასებლის ამოცანა:

 

პროექტის შემფასებლის ამოცანაა, პროექტის ინდიკატორებსა და აქტივობებზე დაყრდნობით ინგლისურ ენაზე მოამზადოს პროექტის გავლენის შეფასება - რამდენად იქნა მიღწეული პროექტის მიზნები და ამოცანები და რამდენად მდგრადია პროექტის შედეგები.

 

პროექტის შეფასებისას გამოყენებული იქნება სამაგიდე კვლევის მეთოდი (პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევების, ანგარიშებისა და სხვა მასალების ანალიზი), ასევე ინტერვიუები იმ პირებთან, რომლებზეც უშუალოდ აისახა პროექტის შედეგები.

 

ვადები:

 

პროექტის შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული ძირითადი სამუშაოები (მასალების ანალიზი და ინტერვიუები) უნდა დასრულდეს 7 ივნისამდე, ხოლო საბოლოო ანგარიშის წარდგენის ვადაა 18 ივნისი.

 

ანგარიშის სტრუქტურა:

 

შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:

 

- სარჩევი;

 

- პროექტის შინაარსის მოკლე აღწერა;

 

- შეფასების მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა;

 

- პროექტის მიღწევების აღწერა;

 

- პროექტის გამოწვევების აღწერა;

 

- რეკომენდაციები პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად;

 

- დასკვნა/მოკლე შეჯამება.

 

შერჩევის კრიტერიუმები:

 

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

 

- კვლევითი მეთოდების ცოდნა და მათი გამოყენების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;

 

- ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა;

 

- სამართალდამცავ სისტემასთან (პროკურატურა) დაკავშირებული საკითხების ცოდნა.

 

 IDFI უპირატესობას მიანიჭებს კანდიდატებს, რომელთაც აქვთ მსგავსი შინაარსის ან/და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შეფასების გამოცდილება.

 

წარსადგენი დოკუმენტაცია

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

 

- დეტალური CV;

 

- შესრულებული ანგარიშის ნიმუში;

 

- შეფასებისას გამოსაყენებელი მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა.

 

გთხოვთ, განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge .  გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ PrIME პროექტის შემფასებლის კონკურსი.  

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  31 მაისი.