ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური სტატიების კონკურსს თემაზე: "მონაცემები ცვლილებებისთვის".
კონკურსის მიზანია: ღია მონაცემების დამუშავებისა და მონაცემებზე დაყრდნობით ანალიტიკური სტატიების მომზადების წახალისება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:
1. საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ფინანსების საკითხებს, ხოლო შესაძლო თემები შეიძლება იყოს: საჯარო ადმინისტრირება, ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, დანაშაულის სტატისტიკა, განათლება, გარემო, ეკონომიკა, ფინანსები, ტრანსპორტი, საზოგადოება და გეოგრაფიული მონაცემები;
2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე სტატიის გამოგზავნა (სასურველია სხვადასხვა თემებზე);
3. ანალიტიკური სტატიის ძირითადი ნაწილი უნდა ეფუძნებოდეს საჯარო მონაცემების დამუშავებასა და მათ ანალიზს;
4. ანალიტიკური სტატია საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს;
5. აუცილებელია, სტატიის მომზადებისას ასევე გამოიყენოთ IDFI-ის მიერ შექმნილ საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიაზე (www.DataLab.ge) გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზები;
6. სასურველია სტატიაში ასევე გამოყენებული იყოს ვიზუალური ნაშრომებიც (მაგ, გრაფიკები, დიაგრამები, ინფოგრაფიკა, ა.შ.);
7. წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ქართულ ენაზე;
8. სტატიის სავარაუდო სტრუქტურაა:
- სათაური
- თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი)
- მთავარი მიგნებები
- შესავალი
- ძირითადი ნაწილი
- დასკვნა
- გამოყენებული ლიტერატურა/დანართები.
9. სტატიის ტექნიკური მახასიათებლებია:
- ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში;
- გვერდების რაოდენობა: 2-5 გვერდი (ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე);
- ფონტი: Sylfaen, ზომა - 12;
- დაშორება - 1.15;
- გვერდის მინდორი: Normal;
10. თუ ნაშრომის მოსამზადებლად გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტებიც;
11. სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.
12. არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.
როგორ მოვიძიო ინფორმაცია ანალიტიკური სტატიისთვის?
- გაეცანი საქართველოს ღია მონაცემების პლატფორმაზე (DataLab – www.datalab.ge ) მოცემულ მონაცემთა ბაზებს;
- იხილე საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაცია;
- თავად გამოითხოვე საჯარო ინფორმაცია ცალკეული საჯარო დაწესებულებიდან.
საკონკურსო პრიზები:
- I ადგილი - 1,600 ლარი;
- II ადგილი - 1,200 ლარი;
- III მესამე ადგილი - 900 ლარი
- საუკეთესო 3 სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge) და სოციალურ (Facebooks; Twitter ) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.
კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 აპრილი.
ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „მონაცემები ცვლილებებისთვის“.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:
ტელ: +995 32 2 921514 და/ან +995 599 500 137
ელ-ფოსტა: contests@idfi.ge
კონკურსი იმართება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.