მონაცემები ცვლილებებისთვის - ანალიტიკური სტატიების კონკურსი

  

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური სტატიების კონკურსს თემაზე: "მონაცემები ცვლილებებისთვის".

 

კონკურსის მიზანია: ღია მონაცემების დამუშავებისა და მონაცემებზე დაყრდნობით ანალიტიკური სტატიების მომზადების წახალისება. 

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები: 

 

1. საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ფინანსების საკითხებს, ხოლო შესაძლო თემები შეიძლება იყოს: საჯარო ადმინისტრირება, ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, დანაშაულის სტატისტიკა, განათლება, გარემო, ეკონომიკა, ფინანსები, ტრანსპორტი, საზოგადოება და გეოგრაფიული მონაცემები;

 

2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე სტატიის გამოგზავნა (სასურველია სხვადასხვა თემებზე);

 

3. ანალიტიკური სტატიის ძირითადი ნაწილი უნდა ეფუძნებოდეს საჯარო მონაცემების დამუშავებასა და მათ ანალიზს;

 

4. ანალიტიკური სტატია საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს;

 

5. აუცილებელია, სტატიის მომზადებისას ასევე გამოიყენოთ IDFI-ის მიერ შექმნილ საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიაზე (www.DataLab.ge) გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზები;  

 

6. სასურველია სტატიაში ასევე გამოყენებული იყოს ვიზუალური ნაშრომებიც (მაგ, გრაფიკები, დიაგრამები, ინფოგრაფიკა, ა.შ.);

 

7. წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ქართულ ენაზე;

 

8. სტატიის სავარაუდო სტრუქტურაა: 

 

- სათაური

- თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი)

- მთავარი მიგნებები

- შესავალი

- ძირითადი ნაწილი

- დასკვნა

- გამოყენებული ლიტერატურა/დანართები.

 

9. სტატიის ტექნიკური მახასიათებლებია: 

 

- ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში;

- გვერდების რაოდენობა: 2-5 გვერდი (ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე);

- ფონტი: Sylfaen, ზომა - 12;

- დაშორება - 1.15;

- გვერდის მინდორი:  Normal;

 

10. თუ ნაშრომის მოსამზადებლად გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტებიც;

 

11. სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.

 

12. არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.

 

როგორ მოვიძიო ინფორმაცია ანალიტიკური სტატიისთვის?

 

- გაეცანი საქართველოს ღია მონაცემების პლატფორმაზე (DataLab – www.datalab.ge ) მოცემულ მონაცემთა ბაზებს;

- იხილე საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაცია; 

- თავად გამოითხოვე საჯარო ინფორმაცია ცალკეული საჯარო დაწესებულებიდან. 

 

საკონკურსო პრიზები:

 

- I ადგილი - 1,600 ლარი;

- II ადგილი - 1,200 ლარი;

- III მესამე ადგილი - 900 ლარი

- საუკეთესო 3 სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebooks; Twitter ) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით. 

 

კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 აპრილი.

 

ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge  გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „მონაცემები ცვლილებებისთვის“.

 

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:  

 

ტელ: +995 32 2 921514 და/ან +995 599 500 137

ელ-ფოსტა: contests@idfi.ge  

 

კონკურსი იმართება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.