საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა - 2021

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | აქტუალური თემები | ანალიზი 2 ნოემბერი 2021

IDFI-იმ 2021 წელს დაიწყო საქართველოს ეკონომიკის პერიოდული მიმოხილვა. მიმდინარე მიმოხილვაში მოცემულია მთლიანი შიდა პროდუქტის, ვაჭრობის, ფულადი გზაცნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, გაცვლით კურსის, ბიუჯეტის, ვალის 2021 წლის ცხრა თვის მდგომარეობა და მოსალოდნელი პროგნოზები მომდევნო წლებში.

 

ეკონომიკის პერიოდული მიმოხილვა მოგვცემს საშუალებას მოვახდინოთ მიმდინარე გამოწვევების იდენტიფიცირება და ხელი შევუწყოთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდას. არსებული შესაძლებლობების გამოვლენა დაგვეხმარება უფრო მეტად მოვახდინოთ კონცენტრირება ქვეყნისათვის საჭირო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაზე და გავზარდოთ საჯარო პოლიტიკის ეფექტურობა, რომელიც საჭიროა მოსახლეობის და ბიზნესის მხარდასაჭერად, რომ დავძლიოთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გამოწვევები.

 

ძირითადი მიგნებები:

 

- 2021 წელს მოსალოდნელია ეკონომიკამ გადააჭარბოს 2019 წლის დონეს. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეკონომიკამ გაჯანსაღება დაიწყო და ცხრა თვეში რეალური მშპ წ.წ. 11.3%-ით გაიზარდა. თუმცა, მოსალოდნელია წლის ბოლომდე რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი შენელდეს დაეკონომიკა 10%-ის ფარგლებში გაიზარდოს  2021 წელს, 2020 წელთან შედარებით.

 

 

 

- COVID-19 პანდემიასთან საბრძოლველად საქართველოში შემოღებული შეზღუდვები ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი იყო, მაგრამ არაეფექტური და COVID-19 ინფექციის მაღალ გავრცელებას ვერ შეუშალა ხელი. ამავდროულად, გამოიწვია ეკონომიკის მნიშვნელოვანი კლება.  2021 წელს, ყველაზე მაღალი სიმკაცრის ინდექსი იყო იანვარში, რასაც მოჰყვა რეალური მშპ-ს -11.5%-იანი შემცირება.

 

- საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე (4,270 აშშ დოლარი 2020 წელს) 8-ჯერ ჩამოუვარდება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, 2-ჯერ ნაკლებია რუსეთისა და თურქეთის მაჩვენებლებზე და თითქმის თანაბარია სომხეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის მაჩვენებლების.

 

- 2021 წლის პირველ ნახევარში უმუშევრობა გაიზარდა და შეადგენს 22%-ს, რაც 2020 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 3.7 პ.პ.-ით მაღალია. ასევე, საყურადღებოა, რომ სამუშაო ძალის რაოდენობა 2021 წლის პირველ ნახევარში წ.წ. 2%-ით შემცირდა და  დაახ. 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს.

 

- დასაქმებული მოსახლეობის 64% 1,200 ლარზე ნაკლები ყოველთვიური ანაზღაურება აქვს 2020 წლის მდგომარეობით. ხოლო 2,400 ლარზე მაღალი ყოველთვიური ანაზღაურება დასაქმებულთა მხოლოდ 13%-ს აქვს.

 

- ეკონომიკური ზრდა ნაკლებად აისახება მოსახლეობაზე. 2014 წელთან შედარებით, 2020 წლის საშუალო ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა მხოლოდ 11%-ით არის გაზრდილი, მაშინ, როდესაც ნომინალური ხელფასი 46%-ით გაიზარდა. კუმულაციური ეკონომიკური ზრდა კი დაახ. 16% გვქონდა აღნიშნულ პერიოდში.

 

- COVID-19 პანდემიის პერიოდში, სავაჭრო დეფიციტი 0.6 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა 2021 წლის ცხრა თვის მდგომარეობით, 2020 წელთან შედარებით. თუმცა, ექსპორტი უფრო სწრაფი ტემპით (წ.წ. +24%) იზრდება ვიდრე იმპორტი (წ.წ. +22%), ანალოგიურ პერიოდში.

 

- ექსპორტის წილი ევროკავშირში მცირდება 2015 წლიდან, თუმცა იზრდება ექსპორტის წილი რუსეთში და ჩინეთში, 2015 წლიდან და 2019 წლიდან, შესაბამისად. საქართველოს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იცვლება ბოლო წლებში, თუმცა რუსეთზე უფრო მაღალი დამოკიდებულებით იზრდება საფრთხეები, რომ შესაძლო ემბარგოს პირობებში ექსპორტიორებს შეექმნებათ სირთულეები.

 

- ერთ ემიგრანტზე განხორციელებული ფულადი გზავნილები[1] რუსეთიდან (633 აშშ დოლარი) აშშ-ს მაჩვენებელს 13-ჯერ, ხოლო ევროკავშირის მაჩვენებელს 7-ჯერ ჩამოუვარდება. ერთ ემიგრანტზე ფულადი გზავნილების მოცულობით ლიდერობს ისრაელი (16,864 აშშ დოლარი). ასევე, მაღალია გზავნილები საშუალოდ ერთ ემიგრანტზე აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან რაც შეადგენდა 8,056 აშშ დოლარს და 4,358 აშშ დოლარს, შესაბამისად.

 

 

- 2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად არის შემცირებული და ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუარესებულია ბოლო წლებთან შედარებით. 2021 წლის ორი კვარტლის მდგომარეობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წ.წ. -11%-ით შემცირდა და 366 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის განახევრებული მაჩვენებელია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.

 

- სახელმწიფო ვალი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა. 2020-2021 წლებში მკვეთრად გაიზარდა სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან. 2021 წლის რვა თვის მდგომარეობით აღნიშნული მაჩვენებელი 62%-ია. განვითარებადი ქვეყნებისთვის რეკომენდირებულია, ვალისა და მშპ-ს თანაფარდობა არ აღემატებოდეს 40%-ს, ხოლო განვითარებული ქვეყნებისთვის -60%-ს.

 

- 2021 წელს, ლარის გაცვლითი კურსის აშშ დოლართან გამყარების ფონზე, შემცირდა შინამეურნეობებისა და ბიზნეს სესხების დოლარიზაცია და სექტემბერში,  35% და 67% შეადგინა, შესაბამისად. დაწესებული რეგულაციების ფონზე, შინამეურნეობების სესხების დედოლარიზაცია, ბიზნეს სესხებთან შედარებით უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

 

რეკომენდაციები

 

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დაჩქარდეს ვაქცინაციის ტემპი და ეკონომიკის ჩაკეტვა აღარ იყოს ერთადერთი გამოსავალი. ეკონომიკის ჩაკეტვის პირობებში მოსახლეობა რჩება სოციალური დახმარების იმედად, ხოლო გაზრდილი სახელმწიფო ვალი, რომელიც 60%-იან ზღვარს გასცდა მშპ-თან მიმართებაში, მთავრობას შეუზღუდავს სოციალური დახმარებების გაცემას და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდება. პანდემიის ფონზე, მოსახლეობის ინფორმირება სწრაფი ვაქცინაციის აუცილებლობაზე და მიზნობრივი შეზღუდვები ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს.

 

საქართველოში საშუალო წლიური სიმკაცრის ინდექსი მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე  მაღალია, თუმცა, აღნიშნულმა ხელი ვერ შეუშალა ინფექციის გავრცელებას. მსგავსი საშუალო სიმკაცრის ინდექსის მქონე ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით მაღალია საქართველოში ინფიცირების მაჩვენებელი.

 

საგარეო ვალი მშპ-ს 60%-ს აჭარბებს. 2020-2021 წლებში მკვეთრად გაიზარდა სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან. 2021 წლის რვა თვის მდგომარეობით აღნიშნული მაჩვენებელი 62%-ია. განვითარებადი ქვეყნებისთვის რეკომენდირებულია, ვალისა და მშპ-ს თანაფარდობა არ აღემატებოდეს 40%-ს, ხოლო განვითარებული ქვეყნებისთვის 60%-ს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კურსის გაუფასურების პირობებში აღნიშნული თანაფარდობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც გაზრდის ქვეყნის გადახდისუუნარობის რისკს და საბიუჯეტო დანახარჯების ზრდას გამოიწვევს.

 

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას ვუპასუხოთ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებს. საყოველთაო სოციალური პაკეტები არაეფექტურია სიღარიბის დაძლევის პროცესში და მთავრობა უნდა იყოს ორიენტირებული გამონთავისუფლებული რესურსები მიმართოს მიზნობრივ სოციალურ ჯგუფებზე და სიღარიბის დასაძლევად.

 

2021 წლის პირველ ნახევარში უმუშევრობა გაიზარდა და შეადგენს 22%-ს, რაც 2020 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 3.7 პ.პ.-ით მაღალია. ასევე, საყურადღებოა, რომ სამუშაო ძალის რაოდენობა 2021 წლის პირველ ნახევარში წ.წ. 2%-ით შემცირდა და  დაახ. 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს.

 

დასაქმებული მოსახლეობის 64% 1,200 ლარზე ნაკლები ყოველთვიური ანაზღაურება აქვს 2020 წლის მდგომარეობით. ხოლო 2,400 ლარზე მაღალი ყოველთვიური ანაზღაურება დასაქმებულთა მხოლოდ 13%-ს აქვს.

 

არასტაბილური პოლიტიკური გარემო, ინვესტორებთან არსებული სამართლებრივი დავები, შეფერხებები მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში (მაგ: ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება) კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის ნაკლებობა და ქვეყნიდან გადინება,  ქვეყანას ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის. აუცილებელია ქვეყანაში გაუმჯობესდეს საინვესტიციო გარემო და ხელი შეეწყოს ინვესტიციების შემოდინებას. განსაკუთებით, მნიშვნელოვანია პრივატიზაციის წახალისება იმ სახელმწიფო საწარმოებისათვის, რომლებიც ზარალზე არიან.

 

 

2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად არის შემცირებული და ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუარესებულია ბოლო წლებთან შედარებით. 2021 წლის ორი კვარტლის მდგომარეობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წ.წ. -11%-ით შემცირდა და 366 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის განახევრებული მაჩვენებელია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.

 

სახელმწიფო საწარმოები უმეტესწილად ზარალს განიცდიან და არსებული ვალის ტვირთი აღნიშნულ საწარმოებზე მნიშვნელოვანი ფისკალური რისკია ბიუჯეტისათვის. რაც პრივატიზაციის დაკარგულ შესაძლებლობას წარმოადგენს და აფერხებს სექტორების განვითარებას. ასევე, ფინანსური წნეხი არ იძლევა საშუალებას სახელმწიფომ გასცეს დამატებითი გარანტიები ინვესტორებისათვის (მაგ: გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებეი ენერგეტიკის სექტორისათვის, რომელიც აუცილებელია განახლებადი ენერგიის ასათვისებლად).

 

სასურველია ხელი შეეწყოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას და საექსპორტო საქონლის ხარისხის ზრდას, რომ შემცირდეს დამოკიდებულება დაბალი მსყიდველუნარიანობის მქონე და მაღალი პოლიტიკური რისკ-ჯგუფის ქვეყნებზე (მაგ: რუსეთი) და ექსპორტიორებმა შეძლონ აითვისონ მაღალი მსყიდველუნარიანობის მქონე ბაზრები.

 

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მიუხედავად, ექსპორტის წილი ევროკავშირში და ექსპორტის აბსოლუტური მაჩვენებლები მცირდება 2015 წლიდან. თუმცა, იზრდება ექსპორტის წილი რუსეთში და ჩინეთში, 2015 წლიდან და 2019 წლიდან, შესაბამისად. საერთო ჯამში, საქართველოს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იცვლება ბოლო წლებში, თუმცა რუსეთზე უფრო მაღალი დამოკიდებულებით იზრდება საფრთხეები, რომ შესაძლო ემბარგოს პირობებში ექსპორტიორებს შეექმნებათ სირთულეები.

 

მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, რომელიც მიზნად დაისახავს ადამიანური კაპიტალის სპეციალიზაციას და კვალიფიკაციის ამაღლებას სტრატეგიულ მიმართულებებზე (ინფორმაციული ტექნოლოგიები, პროფესიული სასწავლებლები და სხვა)

 

მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეიმუშავოს გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა და განხორციელების გზები, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს და ყოველწლიურად მიზნად დაისახავს ეკონომიკური ზრდის მინიმალურ მაჩვენებლებს.

 

___ 

[1] კალკულაცია დაფუძნებულია 2017 წლის ემიგრანტების და 2020 წლის ფულადი გზავნილების მაჩვენბლებზე.

 

 

/public/upload/Analysis/overview_of_the_georgian_economy_2021.pdf

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI გიწვევთ კარგი მმართველობის ფორუმზე 2021

04.12.2021

IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ღია პარლამენტის ფორუმზე დეზინფორმაციასთან ბრძოლაში პარლამენტის როლზე ისაუბრა

03.12.2021

ვებგვერდის პრეზენტაცია - www.historyproject.ge

01.12.2021

ბენეფიციარ მესაკუთრეთა მონიტორნიგის გზამკვლევი

26.11.2021
განცხადებები

დეზინფორმაცია და არჩევნები – 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეჯამება

03.12.2021

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას კრიტიკულად აფასებს

02.12.2021

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას უარყოფითად აფასებენ

01.12.2021

კოალიცია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას ეხმაურება

24.11.2021
ბლოგპოსტები

ონლაინ ინფორმაციის მანიპულირების ეფექტები: ვინ უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს საჭირო მექანიზმები

20.10.2021

სამთავრობო OGP-ის რეგრესი საქართველოში

06.10.2021

სიკვდილი, როგორც საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნარატივი საქართველოში

29.09.2021

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა - სისტემური გამოწვევა საქართველოსთვის

16.09.2021