11 ცალმხრივ ბილეთში გადახდილი 62,000 ლარი - მედია მიმოხილვა

სიახლეები | IDFI მედიაში 7 ივნისი 2016

30 მაისს IDFI-მ გამოაქვეყნა კვლევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მისი პროგრამის - „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მონაწილეებისთვის შეძენილი ავიაბილეთების შესახებ. აღმოჩნდა, რომ 2015 წელს ტენდერის საშუალებით ცენტრმა 39,000 ლარის ღირებულების 11 ცალმხრივი ბილეთის შესაძენად 62,000 ლარი დახარჯა. გარდა ამისა, 2013-2015 წლებში ბილეთების შესაძენად გამოცხადებული ცხრა ტენდერის შედეგად დახარჯული 571,714 ლარიც გადამეტებულ ხარჯს შეიცავდა.

 

კვლევამ მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია. მის შესახებ სიუჟეტები მოამზადეს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა _ გადაცემაში ბიზნეს კურიერი და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა. ორივე სიუჟეტში IDFI-ის კარგი მმართველობის პროგრამის კოორდინატორმა საბა ბუაძემ ისაუბრა. რუსთავი 2-ის დილის ეთერში მან განაცხადა, რომ „კონკრეტულად ვერ ვიტყვით, კორუფციული გარიგებაა, თუ სამართალდარღვევა. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამ საკითხით დაინტერესდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“.

 

პირველი არხის ეთერში კი მან განმარტა, რომ „ბილეთები გაცილებით უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე გადახდილი აქვს სახელმწიფოს. ერთი მხრივ, შეიძლება პრობლემა გვქონდეს შესყიდვის ცუდ, გაუმართავ პროცედურასთან და, მეორე მხრივ, პრობლემა შეიძლება იყოს მომწოდებლის არაკეთილსინდისიერება“.

 

IDFI-ის კვლევის შესახებ ისაუბრეს რადიო პირველმა და რადიო მაესტრომ.

 

ბეჭდური მედიიდან კვლევას საკმაოდ ვრცლად გამოეხმაურა გაზეთი მესინჯერი.

 

კვლევის მოკლე ვერსია ასევე გამოაქვეყნეს საინფორმაციო პორტალებმა www.ick.ge და www.ipress.ge.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024