კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების შესახებ ზამთრის სკოლის გახსნა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 10 დეკემბერი 2021

 

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, IDFI-ის ზამთრის სკოლის „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის პროგრამების დირექტორმა - ლევან ავალიშვილმა, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელმა - ქეთევან კუკავამ და შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა/მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ - ერიკ ილესმა.

 

„კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის რეჟიმის გაძლიერების და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების საჭიროება დღითიდღე უფრო ნათლად იკვეთება. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას, არსებულ გამოწვევებზე დისკუსიებსა და შეხედულებების ურთიერთგაცვლას. ვფიქრობთ, ამგვარი ღონისძიებები მნიშვნელოვანია  ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ - აღნიშნა ლევან ავალიშვილმა.

 

„ზამთრის სკოლაში კონკურსის საფუძველზე შერჩეული 24 სტუდენტი მონაწილეობს, რომელთაც საერთო ღირებულებები და პრინციპები აერთიანებთ. ამ ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ გაიცნონ თანამოაზრეები, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები, გაიღრმავონ ცოდნა და მიიღონ კარგი გამოცდილება, რაც მათ მომავალში თავიანთი მიზნების მიღწევაში დაეხმარება“ - აღნიშნა ქეთევან კუკავამ.

 

„მე ვფიქრობ ყველა თქვენგანი - ოცდაოთხივე მონაწილე, ასრულებთ განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ამ რთულ პერიოდში. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას ავტორიტარული ძალები საფრთხეს უქმნიან. ამ დღეებში თქვენ განიხილავთ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს და ეს ნამდვილად იქნება ქვეყნის დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა. ზამთრის სკოლის ფარგლებში, თქვენ შეხვდებით ბევრ საინტერესო ადამიანს, ქვეყნის წამყვანი ინსტიტუციების წარმომადგენლებს, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვაზე ზრუნავენ, მათ შორის სახალხო დამცველის სამსახურის ხელმძღვანელებს. მე ძალიან მინდა თქვენთან ერთად ვიყო გუდაურის მთებში, თუმცა წლის ამ პერიოდში ეს არ იყო შესაძლებელი. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს და ველი თქვენი აღმოჩენების გაზიარებას” - განაცხადა ერიკ ილესმა ვიდეო მიმართვაში.

 

ზამთრის სკოლაში მონაწილეობენ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები. სკოლის ფარგლებში განიხილება შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები: ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, საკონსტიტუციო კონტროლი და სამართალწარმოება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ღია მმართველობა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, ინფორმაციის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი, გამოხატვის თავისუფლება.

 

 

 

ზამთრის სკოლა ტარდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.

 

ღონისძიების ფოტო გალერეა იხილეთ აქ

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და არსებული მოლოდინები

30.12.2024

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024