დავით ნარმანიამ კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისათვის საჯარო ლექცია გამართა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 2 თებერვალი 2021

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, ლექცია გამართა კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისათვის. აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ლექციის მიმდინარეობისას სემეკ-ის თავმჯდომარემ ენერგეტიკულ სექტორში კონკურენციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

 

დავით ნარმანიამ დეტალურად მიმოიხილა კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების საკანონმდებლო ჩარჩო, ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების პროექტი, დომინანტური მდგომარეობის განსაზღვრის წესი და კრიტერიუმები, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის პროცედურები.

 

„მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება, მათთან დისკუსია, მათი პოზიციების გაცნობა. ყოველთვის გამოვთქვამთ მზადყოფნას, მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა შეხვედრებში, მათ შორის გავმართოთ საჯარო ლექციები და საზოგადოებას მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, -  აღნიშნა დავით ნარმანიამ.

 

IDFI უკვე მეორე წელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მოწვეული სტუმრების მიერ ტარდება ღია ლექციები კორუფციის რისკების პრევენციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. 

 

კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) და ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024