IDFI ეძებს მონაწილეებს ვორკშოპისთვის ონლაინ აქტივიზმის თემაზე (18-22 თებერვალი, 2014)

სიახლეები | განცხადებები 7 თებერვალი 2014

 

IDFI ეძებს მონაწილეებს 18-22 თებერვალს დაგეგმილი ვორკშოპისთვის ონლაინ აქტივიზმის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესასწავლად. ვორკშოპის განმავლობაში ასევე იგეგმება სამხრეთ კავკასიის ონლაინ პლატფორმის შემუშავება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ გამოაქვეყნონ საკუთარი სტატიები და ჩაერთონ რეგიონულ დისკუსიაში მიმდინარე აქტუალური მოვლენების შესახებ.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

გამოცდილება: ონლაინ აქტივისტები, ბლოგერები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები, მედია-ანალიტიკოსები, მედია-იურისტები.

ცოდნა: ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

 

უპირატესობა მიენიჭებათ მონაწილეებს რეგიონებიდან.

 

ყველა ხარჯი (რეგიონებიდან თბილისამდე ტრანსპორტირება, კვება, თბილისში ცხოვრება) ანაზღაურებული იქნება.

 

ვორკშოპს გაუძღვებიან გამოცდილი საერთაშორისო ტრენერები. სამუშაო ენა იქნება ინგლისური.

 

ვორკშოპი გაიმართება ა. ჭავჭავაძის 10ა-ში, განათლების მულტიმედია ცენტრში (Multimedia Education Centre, MEC).

 

მონაწილეობის მიღების მსურველებმა 12 თებერვლამდე გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: t.iakobidze@idfi.ge.

 

ადგილები შეზღუდულია.

 

ვორკშოპი ტარდება პროექტის „ინტერნეტ თავისუფლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. პროექტის „ინტერნეტ თავისუფლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ მიზანია კვლევის, მონიტორინგის, ადვოკატირებისა და ტრენინგების საშუალებით ინტერნეტ თავისუფლების ხელშეწყობა აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში. პროექტის ფარგლებში იგეგმება სიტყვის თავისუფლების გავრცელებისთვის ერთიანი რეგიონული პლატფორმის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება დემოკრატიული ცვლილებების წახალისება კამპანიებისა და ისტორიების გაზიარებით.

 

პროექტი ხორციელდება Free Press Unlimited-ისა და რეგიონული პარტნიორების: Institute for Reporters’ Freedom and Safety (IRFS), Yerevan Press Club-ისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ საქართველოსა და სომხეთში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

 

+99532 2 996364

https://www.facebook.com/IDFI.official

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024