OGP-ს ნოემბრის სიახლეები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 3 დეკემბერი 2012

სანდრო როჩიკაშვილი

 

ნოემბრის თვე რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით გამოირჩა, რომლებიც საინტერესო იქნება ღია მმართველობის პარტნიორობაში დაინტერესებულ ნებისმიერი პირისთვის. პირველ რიგში, OGP გაიზარდა და უკვე 58 წევრი ჰყავს მას შემდეგ, რაც მიესალმა არგენტინას, რომელმაც გამოხატა გამჭვირვალობისა და ღიაობის განვითარებისათვის მზადყოფნა.

 

განსაკუთრებული მნიშვნელობა გასულ თვეში მიენიჭა საჯარო შენიშვნებისა და წინადადებების მიღებას. პარტნიორობის მთავარ გვერდზე დაიდო საჯარო კომენტარების შეჯამება სტრატეგიული გეგმის და დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმის კონცეფციის განმარტების შესახებ. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ შენიშვნებით საზოგადოებამ დიდი დახმარება გაუწია პარტნიორობას გეგმების გადახედვაში საორგანიზაციო კომიტეტის 5 დეკემბერს ლონდონში შეხვედრის წინ.

 

საჯარო კომენტარებმა გამოკვეთა რამდენიმე საკითხი და პრობლემა. ხელახლა მახვილდებოდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გაურკვეველია, თუ როგორ აპირებს პარტნიორობა წევრი ქვეყნების მიერ სამოქმედო გეგმების და აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას. მაშინ როდესაც პარტნიორობა ღია პარტნიორობისთვის არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ინიციატივა, მისი წევრი ქვეყნების მიერ ვალდებულებების არშესრულებას და გამჭვირვალობისა და ღიაობის სტანდარტების იგნორირებას ამჟამად თითქმის არანაირი შედეგები არ მოყვება. გავრცელებული საკითხი იყო ის, რომ ქვეყნები შეიძლება გაწევრიანდნენ პარტნიორობაში აშკარა პოლიტიკური სარგებლის გამო (მაგალითად პოზიტიური რეკლამა), მაშინ როდესაც საზოგადოების მიერ პროგრესის არარსებობის და ვალდებულებების იგნორირების შემჩნევას პრაქტიკულად არანაირი ნეგატიური შედეგები არ მოყვება.

 

აქცენტი ასევე გაკეთდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მასმედიის ჩართულობაზე მთავრობასთან თანამშრომლობის ხელშეწყობისა და არასამთავრობო დაინტერესებული მხარეებისთვის იმ ბერკეტების მიცემის მიზნით, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყვნენ მთავრობის მიერ მოვალეობების იგნორირების შემთხვევაში.

 

ამასობაში დამატებით ხუთმა ქვეყნამ წარმოადგინა საკუთარი სამოქმედო გეგმა ან მისი შემუშავების პროგრესის შესახებ გააკეთა განცხადება. აზერბაიჯანმა, მაკედონიამ, განა, ლიბერიამ და მონღოლეთმა დააგვიანეს გეგმების წარმოდგენა აპრილში. აქედან აზერბაიჯანმა და მაკედონიამ ცოტა ხნის წინ წარმოადგინეს გეგმები, რომლებიც ამ თვეში დაიდო OGP-ს გვერდზე, ხოლო დანარჩენი სამის სამოქმედო გეგმენი იმყოფებიან შემუშავების სხვადასხვა ეტაპზე.

 

30 ნოემბერი გახდა დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმის (IRM) ოფიციალური იმპლემენტაციის თარიღი. IRM-ს თავჯდომარეობას გაუწევს 8-წევრიანი დამოუკიდებელ ექპერტთა პანელი, ამათგან სამი წევრის ვინაობა გამოცხადდა იმავე დღეს. ირლანდიის პირველი ქალი პრეზიდენტი და გაეროს ლტოლვილთა ყოფილი უმაღლესი კომისარი, მერი რობინსონი, სუდანში დაბადებული მეწარმე, დოქტორი მო იბრაჰიმი, და მოზამბიკელი პოლიტიკოსი და ნელსონ მანდელას ცოლი, გრაცა მეიქელი, დადასტურებულ იქნენ პანელის უფროსი მრჩევლების პოზიციებზე.

 

როგორც ზევით აღინიშნა, საორგანიზაციო კომიტეტი შეხვედრას გამართავს 4 დეკემბერს ლონდონში. ამ შეხვედრაზე გამოიკვეთება OGP-ს სტრატეგიულ გეგმაში საჯარო კომენტარების შედეგად შეტანილი ცვლილებები და ინიციატივის 2013 წლისთვის შემუშავებული სამომავლო გეგმები.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024