ღია მმართველობა საქართველო – საჯარო კონსულტაციები 2014

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 17 მარტი 2014

2014 წლის 15 მარტიდან საქართველოს მთავრობა ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციებს მართავს. შეხვედრები მიზანად ისახავს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მომდევნო ორი წლის მანძილზე მთავრობის მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ღია და მონაწილეობითი მმართველობის უზრუნველყოფას ემსახურება.

შეხვედრების მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, მათი მოსაზრებების, იდეების შეკრება, რათა მთავრობის სამოქმედო გეგმა და გაწერილი ღონისძიებები პასუხობდეს მოქალაქეთა საჭიროებებს.

 

შეხვედრები ორგანიზებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. რეკომენდაციები საჯარო კონსულტაციების მოწყობის თაობაზე ღია მმართვველობის ფორუმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადდა და მიეწოდა მთავრობას. არასამთავრობოების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ საჯარო კონსულტაციებში და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მართავენ შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

შეხვედრები ადმინისტრაციულ ცენტრებში იმართება ადგილობრივი მედიის, არასამთავრობოების, თვიმმართველობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. პროცესში ჩართული არიან უმაღლესი სასწავლებლები, სკოლები, პროფკავშირები, ბიბლიოთეკარები, უმცირესობები და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები.

შეხვედრის ორგანიზატორები ინიშნავენ ყველა იდეას, მოსაზრებასა და საზოგადოების მოთხოვნას. მთავრობა ორწლიან სამოქმედო გეგმას სწორედ სამოქალაქო და ფართო საზოგადოების მოსაზრებების და საჭიროებების გათვალისწინებით შეიმუშავებს.

 

მოქალაქეებს მთავრობისთვის საკუთარი ხედვების და იდეების მიწოდება შეუძლიათ ასევე იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით. სამინისტროს გვერდზე განთავსებულია ღია მმართველობა საქართველოს ბანერი, რომელსაც გადავყავართ სპეციალურ გვერდზე, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პრინციპებისა და პრიორიტეტების შესახებ. ასევე წარმოდგენილია პირველი სამოქმედო გეგმა და მისი შესრულების ანგარიში. მიწერის ფორმის ან ელ-ფოსტის გამოყენებით მოქალაქეებს შეუძლიათ გაგზავნონ საკუთარი მოსაზრებები, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ მთავრობა გახდეს კიდევ უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული.

საჯარო კონსულტაციები 15 მარტს კახეთის რეგიონით დაიწყო და 15 აპრილამდე გაგრძელდება. შეხვედრები გაიმართება თბილისში, ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა ქალაქებში.

 

ღია მმართველობა საქართველოს 2014 წლის საჯარო კონსულტაციების განრიგი

 

კახეთი

  თელავი

გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული უნივერსიტეტის ქუჩა N1), 15 მარტი 11:00-13:00
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ვაჟა–ფშაველას ქ. 3), 15 მარტი, 15:00-17:00

  საგარეჯო

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (რუსთაველის ქ. 240 ), 15 მარტი, 11:00-13:00

  ყვარელი

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (ილიას გორა), 20 მარტი; შეხვედრა ჟურნალისტებთან

  სოფელი შაშიანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)

საზოგადოებრივი ცენტრი, 15 მარტი, 12:00-14:00

 

ქართლი

 გორი

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (სტალინის ქ. 7), 17 მარტი, 12:00-14:00

 რუსთავი

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (კოსტავას ქ. 22), 19 მარტი, 11:00-13:00

 მარნეული

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (გიორგაძის ქ. 1), 19 მარტი, 11:00-13:00

 

 

იმერეთი

  ქუთაისი

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (პუშკინის ქ. 6), 22 მარტი, 12:00-14:00
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თამარ მეფის ქ. 59), 16:00-18:00

  სოფელი ხევი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი),

საზოგადოებრივი ცენტრი, 22 მარტი, 12:00-14:00

 

მცხეთა-მთიანეთი

  მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (მამულაშვილის ქ. 12), 28 მარტი, 14:00-16:00

 

სამეგრელო

  ზუგდიდი

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (რუსთაველის ქ. 52), 29 მარტი, 12:00-14:00

შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ჯანაშიას ქ. 14), 29 მარტი, 16:00-18:00

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024