არასამთავრობო ორგანიზაციები: ბოლოდროინდელი მოვლენები ბევრ შეკითხვას აჩენს, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს

სიახლეები | განცხადებები 7 ნოემბერი 2014

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე განვითარდა. პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და წაყენებულ ბრალდებებს თავდაცვის მინისტრისგან მოყვა პროკურატურის პირდაპირი დადანაშაულება მიზანმიმართულ დევნასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკის განზრახ შეფერხებაში. ამის გამო პრემიერმინისტრმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა. ყოფილი თავდაცვის მინისტრის მსგავსი განცხადება გააკეთეს და თანამდებობიდან გადადგნენ საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. გადაგომის შესახებ განცხადება გააკეთა აგრეთვე საქართველოს ელჩმა ნატოში. ამ ყველაფერთან დაკავშირებით პოლიტიკოსების მხრიდან ისმის ბრალდებები, ხშირ შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპების უგულებელყოფით. ასევე, როგორც ჩანს, ამ პროცესში ყოფილი პრემიერმინისტრიც აქტიურად არის ჩართული. არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მოკავშირე და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებმა.


მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ პრემიერმინისტრმა და მთავრობის წევრებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებმა ოფიციალურად უარყვეს ბრალდება ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის შესახებ, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას სჭირდება გაცილებით უფრო ღრმა და შინაარსობრივი პასუხები გაჩენილ შეკითხვებთან დაკავშირებით.


ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების გზა არის ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი. ყოვლად დაუშვებელია, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან თუ პირისგან, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა თუ პიროვნული დაპირისპირების გამო საფრთხე შეექმნას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დასავლეთთან ინტეგრაციას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას.


ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვერ დავრჩებით გულგრილნი და პასიურნი იმის ფონზე, როდესაც მთავრობის ყოფილმა წევრებმა დასვეს საკითხი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით პრობლემების განზრახ შექმნის მცდელობაზე და ვთხოვთ, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრს, ისე მთავრობის ყოფილ წევრებს შეხვედრას იმისთვის, რომ მოვისმინოთ მათი შეფასებები შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი (IDFI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ადამიანის უფლებათა ცენტრი
იდენტობა
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
მრავალეროვანი საქართველო
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024