არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით

განცხადებები 29 დეკემბერი 2018

ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმაურებით ბოლო დღეებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების წარდგენის და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებზე მსჯელობა წარიმართება პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე.

 

მისასალმებელია, რომ კანდიდატთა განხილვის გადადება, მეტწილად, შესაძლებელი გახდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიასა და პარლამენტის წევრთა მცირე ნაწილის პრინციპული პოზიციების დაფიქსირების შედეგად.

 

თუმცა, საგანგაშოა, რომ, განსხვავებული პოზიციების დაფიქსირების გამო პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, თანამდებობის დატოვება უწევს. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მმართველ პოლიტიკური ძალას არ აქვს პოლიტიკური ნება, განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების ძირეული რეფორმა და სისტემური ცვლილებები. შედეგად, სასამართლო კვლავ რჩება პირთა ვიწრო ჯგუფის გავლენის ქვეშ.

 

მიგვაჩნია, რომ სასამართლო რეფორმის წარუმატებლობასა და სასამართლო მმართველობაში კლანური სისტემის გაძლიერებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ პოლიტიკურ ძალას.   ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლე ლევან მურუსიძის თანამდებობაზე უვადოდ გამწესება.

 

შესაბამისად, ამ ეტაპზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა არჩევა განხორციელდეს ღია, საჯარო და გამჭვირვალე საპარლამენტო პროცედურით. მხოლოდ ასეთი პროცესი უზრუნველყოფს, რომ მოსამართლის თანამდებობა დაიკავონ კეთილსინდისიერმა, კვალიფიციურმა და მიუკერძოებელმა მოსამართლეებმა.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

  • -საერთაშორისო გამჭვირვალობა
  • -სამართლიანი არჩევნები
  • -საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • -პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • -კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • -კავშირი საფარი
  • -მწვანე ალტერნატივა
  • -ღია საზოგადოების ფონდი
  • -ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • -ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი
  • -ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024