არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ დაანონსებული სანქციების შესახებ

განცხადებები 17 დეკემბერი 2020

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც არსობრივად მიზნად ისახავს ოპოზიციური პარტიებისთვის სანქციების დაწესებას მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საკუთარ მანდატებზე უარის თქმაში გამოიხატა;

 

ქვეყანაში დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, არჩევნებს, რომელსაც თითქმის პროპორციული სისტემაზე გადასვლის შემდეგ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იმედის თვალით უყურებდა და რომელიც მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე გაიმართა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეფასდა როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი. არჩევნების შედეგების გადათვლის მოთხოვნით სადამკვირვებლო მისიებმა ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიებს, შემდეგ კი სასამართლოებს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ - მოთხოვნების უმრავლესობა უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა[1]. შედეგად საზოგადოებაში გამყარდა არჩევნების გაყალბების ეჭვი,  რაც უკიდურესად ამცირებს არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას.

 

აღსანიშნავია, რომ ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებს, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ მოჰყოლია მხარეთა შეთანხმება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.[2] აგრეთვე, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე კატეგორიულ უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, რასაც მათ მიერ მანდატების გაუქმების და პარტიული სიების გამოთხოვის შესახებ მემორანდუმზე ხელის მოწერაც ადასტურებს[3]. ამის ფონზე, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა ერთპარტიულად გაიმართა.

 

ცხადია, რომ საქართველო იმყოფება ფართომასშტაბიან და მრავალმხრივ კრიზისულ სიტუაციაში, რომელზეც პასუხისმგებლობა პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ერთდროულად ჯანდაცვის, მართლმსაჯულების, ეკონომიკის სფეროებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული მძიმე კრიზისი დრამატულად აისახება საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე და როგორც მოკლევადიან, ასევე - გრძელვადიან პერსპექტივაში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

 

აღნიშნული ვითარების ფონზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას და გამოსავლის ძიებას, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ამ მიზნით კანონპროექტების ინიცირება, რაც მათ შორის დაკავშირებულია მათთვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და მომდევნო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროის გაუქმებასთან (შეზღუდვასთან).

 

მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში, ხოლო მისი რიტორიკა აღიქმება როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით - იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა არ გახდნენ მმართველი პარტიის მხრიდან სანქციების მსხვერპლნი.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI Georgia)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)

საფარი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

 

[1]იხ: https://bit.ly/2W63UuU https://bit.ly/2JMG0lD  https://bit.ly/2W30Tev https://bit.ly/37Yvm2Y https://bit.ly/3a66qcz  [ბოლო ნახვა 11.12.2020].

[2] იხ. https://netgazeti.ge/news/505223/ [ბოლო ნახვა 11.12.2020].

[3] იქვე

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

31 მაისის პოლიტიკური ვანდალიზმი თბილისში: IDFI-ს შეფასება მოკლედ

03.06.2024

გორში შვედეთის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30.05.2024

ვენეციის კომისიის დასკვნა რუსულ კანონზე: მოკლე მიმოხილვა

27.05.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024
განცხადებები

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024