გმირთა მოედნის ავტომაგისტრალისა და ესტაკადის მშენებლობის ხარჯები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 20 მაისი 2013

gmirtamoedaniერთ-ერთი მოქალაქის თხოვნით IDFI-მ ქ. თბილისის მერიიდან გამოითხოვა ინფორმაცია თბილისში გმირთა მოედანზე ესტაკადისა და ავტომაგისტრალის მშენებლობისა და პროექტირების სრული ხარჯთაღრიცხვის შესახებ. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გმირთა მოედნის ავტომაგისტრალთან დაკავშირებულ სამშენებლო და საპროექტო სამუშაოებზე სულ დაიხარჯა 114 864 750.06 ლარი. ეს თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა:

  1. ქ. თბილისში, ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობა – 1 500 000 ლარი;
  2. ქ. თბილისში, ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები – 90 386 038,20 ლარი;
  3. ქ. თბილისში, ვერეს ხევზე მშენებარე საქალაქო ავტომაგისტრალიდან (იყალთოს მთის გავლით) საბურთალოს ქუჩამდე (იპოდრომამდე) და ი.ჭავჭავაძის გამზირიდან (ყოფილი მე-9 საავადმყოფოს შესასვლელიდან) ნ. რამიშვილის ქუჩამდე დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზების მოწყობის სამუშაოების საპროექტო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობა – 185 000 ლარი;
  4. ქ. თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირიდან ნ. რამიშვილის ქუჩამდე და ვერეს ხევის ახალი ავტომაგისტრალიდან თამარაშვილის ქუჩამდე დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზის და გვირაბის (იყალთოს მთის გავლით) მოწყობის სამუშაოების განხორციელება – 22 793 711,86.

ქ. თბილისში, ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე სახელმწიფო ტენდერი გამოცხადდა 2009 წლის 1 ივლისს. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია „კაუკასუს როუდ პროჯექტმა“, რომელიც 2005 წელს დაარსდა და რომლის დირექტორიც 2012 წლის ივლისამდე იყო პაატა ტრაპაიძე, შემდგომში დასაქმების სახელმწიფო მინისტრი. კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა მესტიის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, მთავრობის სახლი ქუთაისში, ანაკლია-განმუხურის ხის საფეხმავლო ხიდი და სხვ.

2011 წლის 21 მარტს გამოცხადდა ტენდერი ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან ნინო რამიშვილის ქუჩამდე და ვერეს ხევის ახალი ავტომაგისტრალიდან თამარაშვილის ქუჩამდე დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზის და გვირაბის (იყალთოს მთის გავლით) მოწყობის სამუშაოების (მრავალწლიანი) შესყიდვასთან დაკავშირებით. ტენდერში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ორი პრეტენდენტი – „კაუკასუს როუდ პროჯექტმა“ და „ბლექ სი გრუპი“. ეს უკანასკნელი დაარსდა 2005 წელს და ამჟამად მისი დირექტორია ამირან მამუჭაძე. კომპანიის წილის 75%-ის მფლობელია შპს „ბლექ სი როუდი“, წილის 25%-ის მფლობელია გიორგი კალანდაძე; თავად შპს „ბლექ სი როუდის“ წილის 50%-ის მფლობელია გიორგი კალანდაძე, წილის მეორე 50%-ის მფლობელი კი ამირან მამუჭაძე. 2011 წლის 28 აპრილს, იმის გამო რომ არ მოხდა დადგენილ ვადაში დაზუსტებული ტექნიკური ინფორმაციის წარმოდგენა, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა შპს „ბლექ სი გრუპის“ დისკვალიფიკაცია. შესაბამისად, „კაუკასუს როუდ პროჯექტი“ გამოცხადდა ტენდერის გამარჯვებულად და 2011 წლის 5 მაისს მასთან გაფორმდა ხელშეკრულება.

საინტერესოა, რომ ხელშეკრულების მიხედვით თავდაპირველი თანხა შეადგენდა 22 260 000 ლარს, ხელშეკრულებაში შესული ოთხი ცვლილებით თანხა იცვლებოდა: 2011 წლის 25 მაისს დადებული შეთანხმებით, თავდაპირველი თანხა 430 700 ლარით გაიზარდა და შეადგინა 22 690 700 ლარი, 2011 წლის 18 ივლისს თანხას კიდევ 244,61 ლარი დაემატა და გახდა 22 690 944,61 ლარი, 2012 წლის 12 მარტის ცვლილებით ხელშეკრულების საერთო ღირებულებას დაემატა 1 013 629,01 ლარი და შეადგინა 23 704 573,62 ლარი, ხოლო ბოლო, 2012 წლის 23 ივლისის ცვლილებით, საერთო ღირებულება შემცირდა 200 837,28 ლარით და შეადგინა 23 503 736,34 ლარი. საბოლოოდ, თბილისის მერიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ი.ჭავჭავაძის გამზირიდან ნ. რამიშვილის ქუჩამდე და ვერეს ხევის ახალი ავტომაგისტრალიდან თამარაშვილის ქუჩამდე დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზის და გვირაბის (იყალთოს მთის გავლით) მოწყობაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 22 793 711,86 ლარი.

მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია სახელმწიფო ტენდერების შესახებ პროაქტიულად ხელმისაწვდომი და ადვილად მოსაძიებელი იყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის. მართალია ქ. თბილისის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ, მაგრამ არ არის მითითებული ტენდერების ჩატარების დეტალები და გამარჯვებულთა ვინაობა. ასევე, სასურველია ქ. თბილისის მერიის ვებ-გვერდს გააჩნდეს ეფექტური საძიებო სისტემა, ასეთი სისტემის არარსებობის პირობებში სასურველი ტენდერის შესახებ ინფორმაციის მოძიება გაცილებით უფრო გართულებულია. რაც შეეხება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემას, აქ შესაძლებელი აღმოჩნდა მხოლოდ ერთი ტენდერის შესახებ ინფორმაციის მოძიება (22 793 711,86 ლარის ღირებულების), მაშინ როდესაც მეორე ტენდერის შესახებ (90 386 038,20 ლარის ღირებულების) ინფორმაცია სისტემაში არ იძებნება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ IDFI-ის პრაქტიკის მიხედვით მსგავს შემთხვევებში ქ. თბილისის მერია მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდების ნაცვლად ხშირად გვამისამართებდა ვებ-გვერდზე. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მერიის საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა ამჯერად ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად მოგვაწოდა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024