არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს

სიახლეები | განცხადებები 18 მარტი 2014

როგორც ცნობილია მიმდინარე წლის 14 მარტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც,  სამინისტრომ შპს ,,RMG Gold''-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოების წარმოების უფლება მისცა.
 
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არ გაუსაჯაროვებია მიღებული გადაწყვეტილება და მხოლოდ სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებული მცირე განცხადებით შემოიფარგლა. ამასთან, განცხადებაში აღნიშნული გარემოებები კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს, საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ობიქტურობის შესახებ.
 
შესაბამისად, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომ უაღრესად მაღალი  საზოგადოებრივი ინტერესის  გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ, პროაქტიულად  გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე საყდრისი-ყაჩღიანთან დაკავშირებით მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც  შპს ,,RMG Gold''-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოების წარმოების უფლება მისცა. ასევე, გამოაქვეყნოს ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც სამინისტროს მხრიდან გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად იქნა გამოყენებული.
 
ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მწვანე ალტერნატივა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024