2013 წლის სამივლინებო ხარჯები კულტურის სამინისტროში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 12 თებერვალი 2014

IDFI-მ მიიღო ინფორმაცია 2013 წლის განმავლობაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და მისი მოადგილეების სამივლინებო ხარჯების შესახებ.

როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, გასული წლის მანძილზე კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ვიზიტებზე ბიუჯეტიდან სულ დახარჯულია 183 316.62 ლარი.

mivlinebebi-1

როგორც მიღებული ინფორმაციიდან იკვეთება, 2013 წლის მანძილზე ყველაზე დიდი სამივლინებო ხარჯები კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას და მის პირველ მოადგილე მარინე მიზანდარის უცხოურ ვიზიტებზე იქნა გაწეული:

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების მიხედვით განსაზღვრულია თითოეულ ქვეყანაში ვიზიტის სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმები. ასევე, როგორც ბრძანებულებიდან ირკვევა, მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე, მათ შორის მინისტრსა და მოადგილეებზე ვრცელდება დანამატი სადღეღამისო ნორმაზე.

mivlinebebi-2

როგორც იგივე ბრძანებულებიდან ირკვევა, ზოგ შემთხვევაში ბრძანებულების დანართი N3-ით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს, მათ შორის მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ასევე შეუძლიათ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გადაიხადონ სასტუმროსთვის საჭირო თანხები საზღვარგარეთ ვიზიტებისას.

იხილეთ ამონარიდი ბრძანებულების მე-15 პუნქტიდან:

„[...] ამ ბრძანებულების N3 დანართში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს [...] სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება შესაძლებელია აუნაზღაურდეთ (20.12.2010 N 1029) ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის მიხედვით.  (28.01.2008 N 35)“

წყარო:  საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №231, 2005 წლის 20 აპრილი, პუნქტი 15

როგორც ბრძანებულების ამ პუნქტიდან გამომდინარეობს, მინისტრსა და მოადგილეებს შეუძლიათ უცხოეთში ვიზიტისას სასტუმროს ნებისმიერი ღირებულების ნომერში დაბინავდნენ, რისთვისაც თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი. თუმცა, აღნიშნული პუნქტი მეტისმეტად ბუნდოვანია და ბევრ კითხვას ბადებს. მაგალითად, გაურკვეველია, რა შემთხვევებში არის „შესაძლებელი“ მაღალი თანამდებობის პირებისთვის ამ გამონაკლისით სარგებლობა. უფრო მეტიც, სამივლინებო ხარჯების არსებული პრაქტიკა და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, აღნიშნული გამონაკლისი შემთხვევები საკმაოდ ხშირია.

კულტურის სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაში რამდენიმე შემთხვევაში IDFI-ის ყურადღება მიიპყრო სასტუმროზე გაწეულმა დიდმა ხარჯებმა, როგორც მაგალითად ფრანკფურტის (5496 ლარი 3 ღამეში) ან ვენეციის (5680 ლარი 6 ღამეში) ვიზიტებისას. სწორედ ამ მიზნით IDFI-მ დამატებით გამოითხოვა რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო ვიზიტის პირველადი დოკუმენტაციის ასლები, მათ შორის სასტუმროსთან დაკავშირებული ყველა დამადასტურებელი საბუთი. მიღებული ინფორმაციით საინტერესო დეტალები ირკვევა კულტურის სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ საზღვარგარეთის ვიზიტებისას სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით.

საინტერესოა, რომ ხარჯების უმეტესობა უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს საერთაშორისო კულტურული პრეზენტაციის პროგრამა „ქართული სეზონისათვის“ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, რაც 4 მილიონ ლარს შეადგენს. იგივე რაოდენობის თანხა არის გამოყოფილი 2014 წლის ბიუჯეტის მიხედვითაც.

ქვემოთ გთავაზობთ კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილეების რამდენიმე უცხოური ვიზიტის დეტალურ ხარჯებს:

odisharia

mizandari

berikashvili

აღნიშნული ვიზიტებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ფრანკფურტის ვიზიტი. 2013 წლის 8-11 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოდან იმყოფებოდა კულტურის სამინისტროს სამი თანამდებობის პირი – მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი. მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის ბრძანებით ირკვევა, რომ თითოეული თანამდებობის პირისთვის სასტუმროში სამი ღამის ხარჯის დასაფარად ბიუჯეტიდან გამოიყო 5496 ლარი, ანუ 2 445 ევრო, რაც ერთ ღამეში დაახლოებით 815 ევროს შეადგენს.

frankfurti

მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ფრანკფურტში ვიზიტისას მინისტრი და მისი ორი მოადგილე იმყოფებოდა სასტუმრო „ლე მერიდიენში“, სადაც გატარებული 3 ღამე სახელმწიფო ბიუჯეტს 16 488 ლარი დაუჯდა. მოწოდებული ინფორმაციიდან ასევე ირკვევა, რომ ფრანკფურტის ვიზიტისთვის კულტურის სამინისტროს თანამდებობის პირებს სასტუმროსა და გზის ჯავშანი უზრუნველყო კომპანია შპს „ეს სი თრეველმა“. როგორც კომპანიის მიერ გამზადებული ინვოისიდან ჩანს, სამინისტრომ სასტუმროს 16 488 ლარის გარდა გადაუხადა სამი ავიაბილეთის საფასური, რამაც ჯამში შეადგინა 21 285 ლარი.

IDFI დაინტერესდა სასტუმრო „ლე მერიდიენის“ ფასებითა და პირობებით. როგორც ოფიციალური ვებ-გვერდიდან ირკვევა, სასტუმროს ყველაზე ძვირადღირებული, 40-45 კვ.მ-ის ფართობის მქონე Junior Suite-ის ფასია 459 ევრო, რაც საქართველოს დელეგაციის მიერ ერთ ღამეში გადახდილ თანხაზე თითქმის ნახევრით, 356 ევროთი ნაკლებია.

le-meridien

ვებ-გვერდის საშუალებით დაჯავშნის მცდელობისას ყველაზე ძვირადღირებული ნომრის საფასურად 369 ევრო არის მითითებული.

le Meridian1

IDFI ასევე პირდაპირ დაუკავშირდა სასტუმრო „ლე მერიდიენს“ და იკითხა ყველაზე ძვირადღირებული ნომრის საფასური. როგორც სასტუმროდან გვაცნობეს, 45 კვ.მ-მდე ფართობის ოთახის ღირებულება შეადგენს 369 ევროს, ხოლო სამი ღამის შემთხვევაში გააკეთებდნენ ფასდაკლებას და ღირებულება შემცირდებოდა 309 ევრომდე.

ამას გარდა, IDFI დაუკავშირდა შპს „ეს სი თრეველს“, რომელმაც დაჯავშნა სასტუმრო და ავიაბილეთები კულტურის სამინისტროსთვის. როგორც ტურისტული კომპანიიდან მოგვწერეს, Junior Suite-ის ერთი ღამის ფასი შეადგენს 425,66 ევროს.

le-meridien_SCTravel

ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან გაურკვეველი რჩება, თუ როგორ იქნა გახარჯული სასტუმროს ერთ ნომერზე ერთ ღამეში 815 ევროს ექვივალენტი ლარი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დღეებში სასტუმროს გაეძვირებინა ნომრის ღირებულება, თუმცა ნომრის ორმაგი ღირებულება ჩვენი ვარაუდით ფაქტობრივად გამორიცხული იქნებოდა. აღნიშნული გარემოება ბადებს აგრეთვე ეჭვს კულტურის სამინისტროს კონტრაქტორი ტურისტული კომპანია SC Travel-ის სანდოობის მიმართაც, რომელმაც სამინისტროს შესთავაზა სასტუმროს ნომრები საკმაოდ ძვირადღირებულ ფასებში. რა თქმა უნდა, კერძო კომპანიას აქვს უფლება მიიღოს მოგება გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კულტურის სამინისტრო მომსახურების შესყიდვაზე გამოაცხადებდა კონკურსს, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფო სახსრების ეკონომია. შესაბამისად, გაუგებარი რჩება, თუ რატომ დათანხმდა კულტურის სამინისტრო კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ძვირადღირებულ მომსახურებას და რატომ არ შეეცადა მოეხდინა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:

მირიანე ოდიშარიას 2013 წლის სამივლინებო ხარჯები

მარინე მიზანდარის 2013 წლის სამივლინებო ხარჯები

ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის 2013 წლის სამივლინებო ხარჯები

მანანა ბერიკაშვილის 2013 წლის სამივლინებო ხარჯები

ალექსანდრე მარგიშვილის 2013 წლის სამივლინებო ხარჯები

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024