ვაკანსია - ასისტენტ-ანალიტიკოსი

სიახლეები 9 აგვისტო 2015

IDFI და ბრემენის უნივერსიტეტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებენ პროექტს "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება". აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტის - საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ,,საქართველო 2020“, და მასში შემავალი მიზნების შესახებ საჯარო დისკუსიების სტიმულირება და ინფორმირებულობის ზრდა საქართველოში.


პროექტი 2014-2015 წლებში განხორციელებული ხუთთვიანი აქტივობების გაგრძელებაა (განვლილ პროექტზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული https://idfi.ge/ge/strategic-plan-georgia-2020). ახალი საგრანტო ხელშეკრულებით 2015-2016 წლის პროექტი "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება" მოიცავს შვიდ თვიან პერიოდს და მის ფარგლებში დაგეგმილია:


• ინტერნეტ სივრცის აქტიური მომხმარებლების (ბლოგერების, ანალიტიკოსების, პოდკასტერების და სხვა პირების) მხარდასაჭერი ღონისძიებებისა და კონკურსის ორგანიზება;
•  სალექციო კურსების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში (მათ შორის - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ახალციხე, თელავი);
• "საქართველო 2020"-თან დაკავშირებული დისკუსიების ორგანიზება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისა და დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობით;
• "საქართველო 2020"-თან დაკავშირებული სამეცნიერო ფორუმის ჩატარება 2016 წლის თებერვალში.


IDFI აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტ-ანალიტიკოსის პოზიციაზე.


ანაზღაურება: 1680 ლარი (დარიცხული)
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 


სამუშაოს აღწერა:

• პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება:
o ბლოგერების კონკურსის გამოცხადება, ვორქშოპის ორგანიზება და ჩატარება, შემოსული აპლიკაციების დამუშავება, დასკვნითი ღონისძიების ორგანიზება და ჩატარება, მასმედიასთან ურთიერთობა/გაშუქება, სხვა სახის საორგანიზაციო საკითხები;
o ლექტორებთან ურთიერთობა, ვიზიტის დაგეგმვა, ორგანიზება, მისი განხორციელების ხელშეწყობა;
o დისკუსიების ორგანიზება და მოწყობა (საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხები), მასმედიასთან ურთიერთობა/გაშუქება;
o სამეცნიერო ფორუმის ორგანიზება (ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხები), მასმედიასთან ურთიერთობა/გაშუქება;
• აქტივობების ფარგლებში განხილული თემების მიხედვით პოლიტიკის დოკუმენტებისა (policy paper) და მსგავსი ანალიტიკური სახის ნაშრომების დაწერა;
• პროექტით დასახული ამოცანების მისაღწევად საჭირო ყველა იმ მოქმედების განხორციელება, რაც შეესაბამება პროექტის ასისტენტ-ანალიტიკოსის ჩვეულებრივ საქმიანობას.

 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


• მინიმუმ ერთ წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება
• მაგისტრის ხარისხი (სასურველია ეკონომიური ან პოლიტიკური მეცნიერებების განხრით; აგრეთვე სასურველია აპლიკანტი ფლობდეს დოქტორის აკადემიურ ხარისხს)
• ინგლისური ან/და გერმანული ენების სრულყოფილად ცოდნა
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

აპლიკაციის პროცესი:


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვისა, რომელიც აღწერს თუ რატომ არის აპლიკანტი შესაფერისი კანდიდატი და რატომ არის დაინტერესებული გამოცხადებული ვაკანსიით IDFI-ში) და უცხო ენის დამადასტურებელი სერთიფიკატი შემდეგ მისამართზე: vacancies@idfi.ge.


გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ასისტენტ-ანალიტიკოსი".


შერჩევა ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე მოხდება განაცხადების გადარჩევა და შერჩეული აპლიკანტების მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე დაბარება (გასაუბრება შესაძლებელია დისტანციურად, Skype-ს საშუალებით). მესამე ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს დაევალებათ მოკლე წერითი ნაშრომის წარმოდგენა.


განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 16 აგვისტო.


გისურვებთ წარმატებებს!

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024