IDFI-მ ფინანსთა სამინისტროში საჩივარი შეიტანა

სიახლეები | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა 21 მარტი 2014

 2014 წლის 17 მარტს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ფინანსთა სამინისტროს.

საჩივრის წარდგენის საფუძველი გახდა სამინისტროს მხრიდან არასრული, არაკლასიფიცირებული  ინფორმაციის მიღება. მოწოდებული ინფორმაციის დიდი ნაწილი არ არის წარმოდგენილი იმ სახით, რა სახითაც IDFI - მ მოითხოვა. თხუთმეტი მოთხოვნიდან სამინისტრომ სრულყოფილად უპასუხა მხოლოდ ხუთ მოთხოვნას. დანარჩენ ორ საკითხზე სამინისტრომ ინფორმაცია  არ გასცა.

ფინანსთა სამინისტრომ არასრულყოფილი სახით მოგვაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირთა პრემიების, სახელფასო დანამატების, სამივლინებო და „როუმინგულ“, ასევე ავტოპარკის ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ. მოთხოვნებზე ღონისძიებების ხარჯებსა და შესყიდვებთან დაკავშირებით სამინისტროდან  მხოლოდ ჯამური ღირებულებები მივიღეთ. უწყებამ არ მოგვაწოდა შესყიდვების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ წერილობითი შეთანხმებები.

ფინანსთა სამინისტრომ უარი განაცხადა სამუშაო ელექტრონული ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული და გაგზავნილი წერილების ასლების გაცემაზე იმ მოტივით, რომ „აღნიშნული არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას“.  გაუგებარია რა საკანონმდებლო საფუძველზე ამყარებს თავის უარს ადმინისტრაციული ორგანო, რამდენადაც ჩვენი უფლება დაფუძნებულია სზაკ-ის დეფინირებულ განმარტებაზე, რომ - ,,მოხელის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია“  საჯაროა.

ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ურუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება არ იქნა შესრულებული და ითხოვს სამინისტროსგან ინფორმაციის  სრულყოფილი სახით გაცემას.

მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში  IDFI -მ საჯარო ინფორმაციის სრულყოფილი სახით მიღების მოთხოვნით  ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ენერგეტიკის სამინისტროებში. ინსტიტუტი ელოდება ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კი საჩივრის განხილვა  26 მარტს არის ჩანიშნული.

IDFI იმედს გამოთქვამს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.


 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024