10 მარტს IDFI-თან პარტნიორობით გაიმართა მედია კონფერენცია

სიახლეები 15 მარტი 2016

10 მარტს, "კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის", ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა (OSGF) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პარტნიორობით გამართა მედია კონფერენცია, სადაც ერთ-ერთ საკითხად შეჯამდა ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით პროექტის ფარგლებში IDFI-ს მიერ განხორციელებული საქმიანობა.

კონფერენციაზე სხვადასხვა მედია საშუალების, თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეაფასეს მედია გარემო საპარლამენტო არჩევნების წინ, იმსჯელეს მედიის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის, ასევე მიმოიხილეს მოსახლეობის დამოკიდებულება რუსულ პროპაგანდასა და გავლენასთან დაკავშირებით, განიხილეს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა, ინტერნეტ თავისუფლების საკითხები, ონლაინ სივრცის რეგულირების ტენდენციები, ხოლო დასკვნით ნაწილში შეჯამდა ციფრული მაუწყებლობის რეფორმა.

კონფერენციის პირველ პანელში მაია მიქაშავიძემ (GIPA) ისაუბრა საქართველოში არსებულ მედია გარემოზე წინასაარჩევნო პერიოდში, IDFI-ს გამგეობის თავმჯდომარის, ლევან ავალიშვილის მოხსენება კი შეეხებოდა ანტი-დასავლურ ნარატივსა და რუსულ გავლენაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დარბაზში აღინიშნა, რომ რუსულ, განსაკუთრებით გასართობ გადაცემებს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვნად დიდი ნაწილი უყურებს. სწორედ ამიტომ, მთავარი ანტი-დასავლური მესიჯები ასეთი ტიპის გადაცემებში იყრის თავს. ცხარე დისკუსია, გამოიწვია ლევან ავალიშვილის მიერ გაკეთებული პრეზენტაციის ერთ-ერთმა სლაიდმა, სადაც მოცემული იყო ისტორიკოს დავით გოგიშვილის მოსაზრება უკრაინელი მფრინავის ნადია სავჩენკოს ФСБ-ს მიერ გადაბირების შესახებ. აღნიშნული განცხადება ინტერნეტ გამოცემა mpress.ge-ზე გამოქვეყნდა (http://mpress.ge/2016/03/), თუმცა წარმოდგენილ სლაიდმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის ეთერში გაკეთდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ქვევით თქვენ შეგიძლიოთ იხილოთ პრეზენტაციის სრული ვერსია. დარბაზში აღინიშნა, რომ რუსულ, განსაკუთრებით გასართობ გადაცემებს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვნად დიდი ნაწილი უყურებს. სწორედ ამიტომ, მთავარი ანტიდასავლური მესიჯები ასეთი ტიპის გადაცემებში იყრის თავს. აქვე, სტუმრებმა გაიხსენეს IDFI-ს განცხადების შედეგად, ORT-ს პროგრამების ტრანსლატორი კომპანიის სანქცირების შემთხვევაც.

სარეკლამო ბაზრის შესახებ საუბრისას, ინტერმედია პლიუსის წარმომადგენელმა, ზურაბ გუმბერიძემ განაცხადა, რომ სარეკლამო ბაზარი 2015 წლის პირველ სამ კვარტალში 20%-ით შემცირდა, რაც ტელევიზიებისთვის სარეკლამო რეგულაციების დაწესებას დაუკავშირა.

 

პირველი არხის რეფორმაზე საუბრისას, ტელეკომპანიის წარმომადგენელმა, თინათინ ბერძენიშვილმა სტუმრებს განუმარტა, თუ რა მიმართულებებს შეეხება რეფორმა და რა ცვლილებები განხორციელდება. დარბაზში რეფორმასთან დაკავშირებით, არაერთი კითხვა გაჩნდა, ასევე, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანის ეკა მიშველაძის განთავისუფლების შემდგომ მისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში ხელფასის შენარჩუნების საკითხმა, ტელევიზიის მიერ საგამოძიებო გადაცემის ქონის ვალდებულების შეუსრულებლობამ და სხვა.

 

კონფერენციის მე-5 პანელზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსთავი2-ის, მოგვიანებით კი ტელეკომპანია მაესტროს სადავო საკითხებს, პირველი არხის რეფორმას, სარეკლამო ბაზრის შემცირებასა და რეკლამის ორი მთვლელის არსებობის. სარეკლამო ბაზრის შესახებ საუბრისას, ინტერმედია პლიუსის წარმომადგენელმა, ზურაბ გუმბერიძემ განაცხადა, რომ სარეკლამო ბაზარი 2015 წლის პირველ სამ კვარტალში 20%-ით შემცირდა, რაც ტელევიზიებისთვის სარეკლამო რეგულაციების დაწესებას დაუკავშირა. პირველი არხის რეფორმაზე საუბრისას, ტელეკომპანიის წარმომადგენელმა, თინათინ ბერძენიშვილმა სტუმრებს განუმარტა, თუ რა მიმართულებებს შეეხება რეფორმა და რა ცვლილებები განხორციელდება.

 

კონფერენციის დასკვნით ნაწილში, IDFI-ს მედიისა და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა და პროექტის დირექტორმა უჩა სეთურმა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა და IDFI-ს პროექტის ანალიტიკოსმა, ნატა ძველიშვილმა და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა და IDFI-ს პროექტის მედია ექსპერტმა ნათია კუპრაშვილმა შეაჯამეს ციფრული მაუწყებლობის რეფორმა და წარმოადგინეს როგორც განხორციელებული რეფორმის სრული ანალიზი, ასევე განიხილეს რეგიონული მაუწყებლების მდგომარეობა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

04.12.2023

IDFI-მ აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა

01.12.2023

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ხარჯები

27.11.2023

ეროვნული კანონმდებლობა, კონვენცია და საჯარო ინფორმაციის უფლება: პრაქტიკული რჩევები შედეგიანობის გასაზრდელად

24.11.2023
განცხადებები

„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციასა და დეზინფორმაციის მიმართულებით ახალ დათქმას ეხმაურება

10.11.2023

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ევროკომისიას

02.11.2023

ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს

30.10.2023

ვეხმიანებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან ნემსაძის კენჭისყრის პროცესს

18.10.2023
ბლოგპოსტები

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023

საქართველოს შრომის ბაზარზე ახალგაზრდების უმუშევრობის დონე

05.10.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების აღიარება: კონვენციის განვითარების პროცესი და ძირითადი პრეცედენტები

29.09.2023