კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის - მოწოდება პარლამენტის წევრებს

განცხადებები 12 დეკემბერი 2017

მივესალმებით 2017 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.


კანონპროექტი არაერთხელ გახდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო მაუწყებლების მწვავე კრიტიკის საგანი. სხვადასხვა შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს, ასუსტებს მაუწყებელზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმებს და არაკონკურენტულ გარემოს ქმნის სარეკლამო ბაზარზე.


მიუხედავად წამყვანი კომიტეტის არგუმენტირებული და სამართლიანი პოზიციისა, საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრთა განცხადებით, შესაძლოა კანონპროექტი განხილულ იქნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მოვუწოდებთ, პარლამენტის წევრებს, გულისყურით მოეკიდონ წამყვანი კომიტეტის დასაბუთებულ პოზიციას, გაიზიარონ ის მნიშვნელოვანი შენიშვნები რაც არსებობს კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის, ისე არასამთავრობო ორგანზიაციების მნიშვნელოვანი ნაწილისა და კერძო მედიასაშუალებების მხრიდან.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024