Media.Ge

IDFI მედიაში 20 დეკემბერი 2010

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" თხოვნა, საჯარო ინფორმაციის მიწოდების შესახებ

 

მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების პრემიების, ხელფასების, სამივლინებო თანხების, ავტოპარკის ხარჯებისა და მსგავსი ტიპის საჯარო ინფორმაციის მოძიება ახალ ვებ-გვერდზე www.opendata.ge უკვე შესაძლებელია. მონაცემთა ბაზაში ასევე განთავსებულია ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენელთა ქონებრივი დეკლარაციის, სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერების,  სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ღონისძიებების, სარეზერვო ფონდებისა და სამინისტროების ბიუჯეტების შესახებ.

ვებ-გვერდის პრეზენტაციაზე, რომელიც 16 დეკემბერს „თბილისი მარიოტში" გაიმართა, პროექტის ავტორებმა ყველაზე გამჭვირვალე სტრუქტურად რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაასახელეს. თუმცა, სამინისტროთა დიდმა ნაწილმა მათთვის გაგზავნილ შეკითხვებზე არასრულყოფილად უპასუხა. კანონით გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია საერთოდ არ გასცა განათლებისა და მეცნიერების, ლტოლვილთა და განსახლების და შინაგან საქმეთა სამინისტრორბმა. უპასუხოდ დატოვა თხოვნა  პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, რომელსაც  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" ხელფასების, პრემიერის და სხვა  მსგავსი სახის ინფორმაციის მისაღებად მიმართა.

ვებ-გვერდი პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის" ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ შეიქმნა და მას ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო" აფინანსებს.

პროექტის ხელმძღვანელის, ლევან ავალიშვილის თქმით სასურველია, რომ  მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზის შევსებაში სამინისტროები საკუთარი ინიციატივით  ჩაერთონ, რათა,  ყოველ ჯერზე, ინფორმაციის სათითაოდ გამოთხოვა არ გახდეს  საჭირო. მისივე განცხადებით, ამ პროექტის ერთ-ერთი იდეა ის არის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, თუ რომელი სამინისტრო ეკიდება საქმეს მეტი პასუხისმგებლობით: „იმ ინფორმაციის მოპოვება, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე დევს, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის ისედაც შესაძლებელია. მონაცემთა ბაზის გამოყენებით ხალხი უბრალოდ დროს დაზოგავს", - აღნიშნავს ლევან ავალიშვილი

ამავე აზრს იზიარებს გაზეთ „ქართლის ხმის" (გორი) რედაქტორი საბა წიწიკაშვილი, რომელიც ახალ ვებ-გვერდს ნებისმიერი ჟურნალისტისათვის მნიშვნელოვან წყაროდ მიიჩნევს. მისი თქმით, კარგია, რომ ხშირ შემთხვევაში,  ჟურნალისტებს საჯარო ორგანოებისთვის განცხადებით მიმართვა, უწყებებში სირბილი, ინფორმაციის თვეობით ლოდინი და სასამართლოში გასაჩივრებები აღარ მოუწევთ.

ვებ-გვერდის პრეზენტაციას სახელისუფლებო გუნდის წევრებიც ესწრებოდნენ. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის, ბაჩანა შენგელიას აზრით, მსგავსი პროექტები საჭიროა, რადგან ისინი ხელს უწყობენ სახელმწიფო აპარატის  გამჭვირვალობას და დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებას. „ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ თანამშრომლობისათვის და იმისთვის, რომ ნებისმიერ ფორმატში, ყველა შეკითხვაზე პასუხი გავცეთ" - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ media.ge-სთან საუბარში.

ვებ-გვერდზე ამჟამად განთავსებული მასალა მხოლოდ სამინისტროების მიერ ოფიციალურად მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. თუმცა, მომავალში ინფორმაციის წყარო, ოფიციალური სტრუქტურების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეებიც იქნებიან.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024