IDFI მედიას და ჟურნალისტებს უფასო სამართლებრივი დახმარებას სთავაზობს

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | სტატია 11 მაისი 2022

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც სთავაზობს ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს სრულ სამართლებრივ დახმარებას ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

სამართლებრივი დახმარება არის სრულიად უფასო და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: 

 

- პროფესიული კონსულტაცია ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება ინფორმაციის თავისუფლებას;

 

- საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება, რაც გულისხმობს მოთხოვნების ფორმულირებას, განცხადებების მომზადებას და მათ გაგზავნას, მიღებული ინფორმაციის დაინტერესებული პირ(ებ)ისადმი მოწოდებას;

 

- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ პროცედურებში მონაწილეობა, რაც გულისხმობს საჯარო დაწესებულების დაგვიანებული ან არასრული პასუხის, ინფორმაციის მოუწოდებლობის ან/და უკანონო სამართლებრივი აქტის გასაჩივრებას. IDFI მზადაა ჩაერთოს ადმინისტრაციული წესით საჩივრის განხილვის პროცესში და განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება;

 

- სასამართლოსთვის მიმართვა და ადმინისტრაციული დავის წარმოება - ადმინისტრაციული სარჩელების მომზადება, სასამართლოში მათი შეტანა და საქმეზე სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება. საჭიროების შემთხვევაში, IDFI დაფარავს სახელმწიფო ბაჟს.

 

პროექტის ძირითადი მიზანი საჯარო ინფორმაციაზე მედიის წარმომადგენლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა და სწორედ ისინი წარმოადგენენ ძირითად ბენეფიციარებს.

 

            

 

ჩვენს იურისტებთან დაკავშირება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის, Signal Private Messenger,  WhatsApp და Telegram-ის გამოყენებით.

 

Signal/WhatsApp/Mobile: +995 511 24 70 92

Email: LPA@IDFI.GE

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:

www.lpaprogram.com 

 

 

პროექტი ხორციელდება „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024