სასამართლომ გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა (ლიბერალი)

IDFI მედიაში 15 იანვარი 2015

სასამართლომ გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოდან „ლიბერალის“ კორესპონდენტი იტყობინება.


მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, კლდიაშვილს გირაოს თანხა უკან დაუბრუნდება.


ბრალდების მხარეს დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება 5 დღის ვადაში შეუძლია.


გიორგი კლდიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა. დაცვის მხარე კი საქმის წარმოებას ადმინისტრაციული წესით ითხოვდა.


კლდიაშვილის ადვოკატ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მოსამართლემ სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თემას, მისი თქმით, ეს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს საკითხია და გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შსს საქმეს სასამართლოში შეიტანს.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024