„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი: ვენეციის კომისიის დასკვნის ანალიზი

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | ანალიზი | სტატია 5 აპრილი 2023

2023 წლის 13 მარტს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა შუალედური დასკვნა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.  კომისია  კრიტიკულად აფასებს როგორც კანონის მიღების მეთოდს, აგრეთვე კანონის შინაარსსა და მისი შერჩევითად აღსრულების საფრთხეებს. 

 

კანონის შინაარსის განხილვისას ვენეციის კომისია ასახელებს კანონის განჭვრეტადობის, პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლების, აგრეთვე სამართლიანი სასამართლოს უფლების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს, რომლებიც უშუალოდ კანონის ტექსტიდან მომდნარეობს. თუმცა, ვენეციის კომისია ყურადღების მიღმა არ ტოვებს საქართველოს სამართლებრივ და პოლიტიკურ კონტექსტს. 

 

ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ დეოლიგარქიზაციის გამოწვევა შესაძლებელია გადაწყდეს სისტემური რეფორმების საშუალებით და “დეოლიგარქიზაციის” კანონიც ამ კონტექსტში უნდა იქნეს გააზრებული. კომისია საქართველოს მოუწოდებს, რომ გამოიყენოს სისტემური მიდგომა, კერძოდ, გააძლიეროს სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, გაატაროს ანტი-მონოპოლიური ღონისძიებები, მოაწესრიგოს მედიამფლობელობის კონცენტრაციის საკითხი, ხელი შეუწყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, გააძლიეროს ანტი-კორუფციული ბრძოლა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ოლიგარქიის შესახებ ნებისმიერი სპეციფიკური კანონმდებლობა შეიძლება მიღებული იქნეს მხოლოდ ამ რეფორმების ფართო, სისტემურ კონტექსტში. 

 

ვენეციის კომისიის მოსაზრებით, კანონი შეიცავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, კერძოდ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების, აგრეთვე გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების არამართლზომიერი შეზღუდვის რისკებს. კომისიის მიხედვით, კანონი ვერ აკმაყოფილებს უფლების შეზღუდვისთვის აუცილებელ „კანონით გათვალისწინებულობის“ კრიტერიუმს. კანონის დანაწესები იმდენად ბუნდოვანია, რომ უფლებებში ჩარევის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

 

კრიტიკულად მნიშვნელოვან შენიშვნას წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შეცვლის საკითხი. კანონის ბუნდოვანი ჩანაწერები, აგრეთვე სათანადო პროცესუალური გარანტიების არარსებობა ზრდის რისკებს, რომ მთავრობა გამოიყენებს საკუთარ ძალაუფლებას თავისი ეკონომიკური/პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ. ნიშანდობლივია, რომ ვენეციის კომისია მიუთითებს  თანამდებობის პირების იმ საჯარო განცხადებებზე, რომელიც წინ უძღოდა კანონის მიღებას და სადაც საუბარია, რომ კანონი გამოყენებული იქნება ოპოზიციის წინააღმდეგ.  მთლიანობაში,  ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პირის „ოლიგარქად“ ცნობა, თავისი თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ შეიძლება პოლიტიკური უმრავლესობის ნებაზე იყოს დამოკიდებული. 

 

საბოლოოდ, კომისიის მოსაზრებით კანონმდებლის მიერ არჩეული გზა, რომელიც ახდენს კონკრეტული პირების სტიგმატიზებას ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე, შეიცავს ადამიანის უფლებების შეზღუდვის მნიშვნელოვან რისკებს და ვერ შეუწყობს ხელს კანონის ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. 

 

/public/upload/00_studies/2023/Law_of_Georgia_On_De-oligarchisation_Analysis_of_the_Venice_Commission_Opinion.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024