კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

სიახლეები | განცხადებები 12 დეკემბერი 2024

სასამართლო ხელისუფლება სისტემური რეპრესიების თანამონაწილეა. 28 ნოემბრის შემდგომ დაწყებული სისტემური პოლიტიკური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება ფაქტობრივად გაუქმებულია. ამას ადასტურებს ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი წესით დაკავებული პირების საქმეებზე სხდომების მიმდინარეობისას გამოვლენილი არსებითი დარღვევები, საქმეებში დამდგარი შუალედური თუ საბოლოო შედეგები.

 

2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან ხსნის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების საპასუხოდ, იმავე დღეს დაიწყო ფართომასშტაბიანი, უწყვეტი, ლეგიტიმური პროტესტი. მაშინ როდესაც, საქართველოს მოქალაქეები იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას, „ქართული ოცნება“ მის ხელთ არსებულ სხვადასხვა რეპრესიულ მექანიზმს დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს.

 

28 ნოემბრის შემდგომ სისტემური და სასტიკი რეპრესიის მსხვერპლი ასობით ადამიანი გახდა. რეპრესიების, ისევე როგორც წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლი ადამიანების საქმეთა განხილვა სასამართლოებში მიმდინარეობს. ამ საქმეთა განხილვას არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულების განხორციელებასთან ან სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.

 

სასამართლო თვალს ხუჭავს ადამიანთა წამებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და, მთლიანობაში, საპროცესო მექანიზმების ბოროტი გამოყენებით ახშობს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება სასტიკი ძალადობის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლების მიმართ, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებების საფუძველზე პირთა სამართალდამრღვევად ცნობა, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის რეაგირების მიღმა დატოვება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება სათანადო წინაპირობების გარეშე - სისტემური დარღვევების არასრული ჩამონათვალია.

 

კოალიცია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება de facto გაუქმებულია. კოალიცია უერთდება ყველა დაკავებული და დაპატიმრებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და მათ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტის მოთხოვნას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024