საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

განცხადებები | აქტუალური თემები 9 მარტი 2023

მადლობა ახალგაზრდებს, ქალებს, მშრომელებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, ექიმებს, კულტურის და სპორტის წარმომადგენლებს, მეღვინეებს, მეწარმეებს, ფერმერებს, ყველას, ვინც დგას ისტორიის სწორ მხარეს და ხელისუფლების ძალადობისა და რეპრესიის პირობებში თავის აზრს გამოხატავს!

 

რუსული კანონის მიღებისა და ევროპული კურსიდან გადახვევის წინააღმდეგ საზოგადოების შეუპოვარმა ბრძოლამ პირველადი შედეგი გამოიღო.

 

7 მარტს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის 78-მა დეპუტატმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორის განცხადებით, ეს კანონი არის დიდი რუსული კედელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის; პარლამენტში რუსული კანონის განხილვა კი ყველა მოქალაქის ღირსებას ლახავს და ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რაც საქართველოს პრეზიდენტმაც დაადასტურა.

 

ამ კანონის პირველი მოსმენით მიღება იყო ხელისუფლების მიერ წარმოებული ანტიდასავლური კამპანიებისა და ევროპული ინსტიტუტების მუდმივი დელეგიტიმაციის პირდაპირი გაგრძელება.

 

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ არ არსებობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურა, შესაძლებელია მხოლოდ მისი ჩაგდება პლენარულ სხდომაზე. შესაბამისად,აუცილებელია, რომ პარლამენტმა რუსულ კანონს კვლავ უყაროს კენჭი და ჩააგდოს ის, ხოლო რუსული კანონის მეორე ვერსია, რომელსაც კენჭი არ ეყარა, ინიციატორებმა ოფიციალურად გაიწვიონ. ეს იქნება ოფიციალური ბოდიში ქართველი ხალხისადმი.

 

ამრიგად, მოვითხოვთ:

 

- პარლამენტმა დაუყოვნებლივ გამართოს პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს კვლავ უყრის კენჭს და მას ოფიციალურად ჩააგდებს;

 

- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა და ქუჩებში საქართველოს და ხალხის ღირსების შემლახავ რუსულ კანონს აპროტესტებდა.

 

განცხადება ღიაა შემოერთებისთვის ნებისმიერი ორგანიზაციისა და მედიისთვის.

 

ხელმოწმერები:

1. “ეკო ცენტრი”
2. “ტოლერანტი”
3. “უფლებებისა და განათლებისათვის”
4. “ქალები განათლებისა და დემოკრატიისათვის”
5. “ქართული მედია ჯგუფი” / feminism.ge / metalab.ge
6. “თბილისი პრაიდი”
7. CENN
8. Centre for Study and Promotion of Natural and Cultural Heritage of Georgia
9. GCRT-KUTAISI
10. HEKS/EPER
11. public art platform
12. Read global
13. TRAM
14. UNI.GE
15. WISG
16. ა(ა)იპ “საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი”
17. ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”
18. ა(ა)იპ “მირაბალდები”
19. ა(ა)იპ ა ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
20. ა(ა)იპ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
21. ა(ა)იპ სოციალურ საწარმოთა ალიანსი
22. ააიპ “საათი”
23. ააიპ “საქართველოს შემეცნებითი ცენტრი”
24. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
25. არაგვის თემთა განვითარების ჯგუფი
26. ასოციაცია “მერკური”
27. ასოციაცია HERA XXI
28. ასოციაცია ცხოვრების შანსი
29. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
30. ახალგაზრდა დემოკრატიული ცვლილებებისთვის
31. ახალგაზრდა ფემინისტები
32. ახალგაზრდების განვითარების ქსელი
33. ახალი აზროვნების ინსტიტუტი
34. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
35. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
36. ახმეტის ახალგაზრდული ალიანსი
37. ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა
38. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
39. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
40. გორის სათემო რადიო მოზაიკა
41. გურიის სამოქალაქო ცენტრი
42. დავიწყოთ ახლა
43. დემოკრატ მესხთა კავშირი
44. დემოკრატიის მცველები
45. დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი
46. დემოკრატიული უსაფრთხოების ინსტიტუტი
47. დემოკრატოული ჩართულობის ცენტრების ქსელი
48. ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია
49. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
50. ეთო არსენიძე
51. ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
52. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი
53. თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანება
54. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
55. თავისუფალი ასოციაცია
56. თანასწორობის მოძრაობა
57. თბილისის ფოტო ფესტივალი  და თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი  
58. ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის (ISC)
59. ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი
60. ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა
61. კავკასუს პრინციპიუმი
62. კავშირი ფრეია
63. კავშირი ფრეია
64. კანონის უზენაესობის ცენტრი
65. კომლი
66. კომლი/CDC
67. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი
68. ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივა
69. ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
70. მარიას სკოლა
71. მეგობრობის ხიდი ქართლოსი
72. მწვანე ალტერნატივა
73. მწვანე სექტორი
74. მწვანეები
75. ნეო ტვ – NeoTv.ge
76. ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემკრატიული პრიორიტეტების ცენტრი
77. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის PHR
78. პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის PEC
79. პედაგოგტა კავშირი “განათლება და სამყარო”
80. პლატფორმა სალამი
81. პრევენცია პროგრესისთვის
82. პროგრესის ცენტრი
83. პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
84. პუბლიკა
85. რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა
86. რეგიონული მდგრადი განვითარების ინსტიტუტი – Regional Sustainable Development Institute
87. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
88. რეპროდუქციული განათლების ჰაბი
89. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
90. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
91. საერთაშორისო ასიციაცია კივიტას გეორგიკა
92. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”
93. საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო
94. საზოგადოება და ბანკები
95. საზოგადოებრივი მაუწყებელი
96. საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”
97. საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები
98. სათემო განვითარების პლატფორმა
99. სათემო განვითარების ცენტრი
100. სათემო ფონდი ლელი
101. საინფორმაციო რესურსების ქსელი (საქართველოს ამბები / მთის ამბები)
102. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
103. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
104. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი (CARDC)
105. სამოქალაქო თანასწორობის ინსტიტუტი
106. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
107. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
108. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი
109. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
110. საორსა
111. საფარი
112. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
113. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
114. საქართველოს ახალგაზრდების განვითრებისა და განათლების ასოციაციაა განათლების ასოციაცია
115. საქართველოს გაეროს ასოციაცია
116. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
117. საქართველოს მედია-კლუბი
118. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
119. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
120. საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია
121. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
122. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
123. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
124. საქართველოს ქალთა პარტია სამართლიანობისა და თანასწორობისათვის
125. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
126. სექტორი 3
127. სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
128. სოლიდარობის თემი
129. სოლიდარობის მუზეუმი
130. სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია
131. სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის
132. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
133. სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
134. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
135. უმუშევარი
136. უფლებები საქართველო
137. ფემინა
138. ფონდი “ინტერნიუსი საქართველო”
139. ფონდი ტასო
140. ფორსეტი
141. ქალები რეგიონის განვითარებისთვის
142. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
143. ქალები საქართველოდან
144. ქალთა ასოციაცია გვირილა
145. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG
146. ქალთა საინფორმაციო ცენტრი
147. ქალთა ფონდი “სოხუმი”
148. ქვემო ქართლის მედია
149. ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციის გუნდი
150. ღია სივრცე კავკასია (COS)
151. ყვარლის ევროკლუბი
152. შპს “ქართული კენკრა”
153. ჩართულობის და განვითარების ცენტრი
154. ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე”
155. ხელოვანი
156. ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის
157. ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023