IDFI-ს და საია-ს ერთობლივი განცხადება საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისათვის გამარტივებული საჯარო კონკურის ჩატარების ვალდებულების გაუქმებაზე

განცხადებები 18 დეკემბერი 2017

 

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანდართულ კანონებში (მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი) შესატანი ცვლილებების პროექტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში წარმოდგენილი ცვლილებებით, საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით მისაღებად გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულება უქმდება. კანონპროექტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე მუხლი ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღებისათვის როგორც წესი ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში განცხადების წარდგენისათვის განისაზღვრება 10 კალენდარული დღის ვადა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე.“

მიგვაჩნია, რომ საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით მისაღებად გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულების გაუქმება გაზრდის საჯარო სამსახურის სისტემაში გაუმჭვირვალე და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების, ასევე ნეპოტიზმისა რისკს, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მიზნებს. გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილება საჯარო დაწესებულებებს ანიჭებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას მიიღოს გადაწყვეტილება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისათვის გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების თაობაზე, ასევე მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მასში მონაწილეობა.


კანონმდებლობის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით პირი შეიძლება დასაქმდეს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად. დამხმარე ამოცანები მოიცავს ტექნიკურ, ადმინისტრაციულ ან სხვა დამხმარე ფუნქციების განხორციელებას, ხოლო არამუდმივი ამოცანები გულისხმობს საჯარო დაწესებულებისათვის დროის განსაზღვრულ პერიოდში საჭირო ექსპერტული მომსახურების გაწევას. შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი შესაძლებელია ასრულებდეს შინაარსობრივი ხასიათის ფუნქციებს, რაც დაკავშირებულია საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ფუნქციების განხორციელებასთან.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-15 მუხლის თანახმად, „შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური კოეფიციენტი შესაძლოა შეადგენდეს 4.00-ს. თუ ვივარაუდებთ, რომ საბაზო თანამდებობრივი სარგო 1,000 ლარით განისაზღვრება, ხელშეკრულებით დაქირავებული პირის მხოლოდ თანამდებობრივმა სარგომ (პრემიის და დანამატის გარეშე) შესაძლებელია 4,000 ლარი შეადგინოს, რაც საკმაოდ მაღალ თანხას შეადგენს და აღემატება საჯარო სამსახურში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეების ანაზღაურებას. ამგვარად, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებამ კონკურსის გარეშე არ მიიღოს პირი, მით უფრო მსგავს მაღალანაზღაურებად პოზიციაზე.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, 2011 წელთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურება 102 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც გარკვეულწილად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოსამსახურეთა მიღების პროცედურების გაუმართავობითაც არის განპირობებული.

საჯარო დაწესებულებებში მიღების გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურების ფორმირება საჯარო სამსახური რეფორმის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს, რომლის გარეშეც შეუძლებელია საჯარო სამსახური სამართლიან, გამჭვირვალე და კარიერულ ზრდაზე ორიენტირებულ ინსტიტუტად ჩამოყალიბება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მიღებული ცვლილებება მნიშვნელოვნად აუარესებს საჯარო სამსახურში დასაქმების პროცედურას და ზრდის ნეპოტიზმის რისკს საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების პროცესში.


სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა საკომიტეტო განხილვებზე ჩვენს მიერ წარდგენილი კრიტიკული შენიშვნები და გააუქმა საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისათვის დადგენილი გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024