ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული დარღვევების გამო, პროკურატურაში მოკვლევა დაიწყო

IDFI მედიაში 19 აგვისტო 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, გურიის რეგიონის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ოზურგეთის,  ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობებსა და საკრებულოებში 2013 წელს შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჩატარდა სხვადასხვა სახის ფინანსური ხარჯების, მათ ბალანსზე რიცხვული და ჩანაცვლებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აუდიტორული შემოწმება.

შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებიდან დადგინდა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, 2013 წლის აპრილიდან  შვიდი აუდიტორული შემოწმება ჩატარდა.

აქედან ერთი შემოწმების აქტი, ოზურგეთის რეგიონალურ პროკურატურაში გადაიგზავნა. ხოლო ხუთ შემთხვევაში, შიდა აუდიტის განყოფილებამ გამგეობაში დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.

მოკვლეული საბუთებით დგინდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება 32 ავტომანქანა. აქედან ყველზე ძვირადღირებული, 2011 წლის Toyota Land Cruiser-ია. მისი საბალანსო ღირებულება 75 200 ლარია, ნარჩენი ღირებულება კი - 55 648 ლარი.

2014 წლის მარტის მონაცემებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოვალეობის მფლობელობაში იყო 2010 წელს 22 500 ლარად შეძენილი ავტომობილი Mitsubishi Pajero, ნარჩენი ღირებულებით 12 420 ლარი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მფლობელობაში - 2010 წელს 11 200 ლარად შესყიდული ავტომობილი Honda (ნარჩენი ღირებულება: 6 183 ლარი).

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2013 წლის მონაცემები გურიის რეგიონიდან  "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში 2013 წელს პრემიები და სახელფასო დანამატები არ გაცემულა.

გასულ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წარმომადგენლობით ხარჯებზე გეგმით გათვალისწინებული იყო 10 000 ლარი, ხოლო ფაქტიურად გაიხარჯა 7 100 ლარი. ინფორმაცია კონკრეტული ღონისძიებების შესახებ, რომლებზეც აღნიშნული თანხა გაიხარჯა, ოზურგეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ არ იქნა მოწოდებული.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წელს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული 31 შესყიდვა განხორციელდა, რისთვისაც სულ 33 889.63 ლარი დაიხარჯა. აქედან ყველაზე დიდი თანხა - ჯამში 9 605.50 ლარი - გადახდილ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სხვადასხვა სახის ტექნიკურ მომსახურებასა და  რემონტზე. გადაუდებელი აუცილებლობის წესით ასევე შესყიდულ იქნა მეხანძრეთა დაზღვევა (გადახდილი თანხა: 5 616 ლარი), სოფ. ჭანიეთის სკოლისთვის ოთახების რემონტი (გადახდილი თანხა: 4 570 ლარი) და ა. შ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება 32 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა ნარჩენი ღირებულება შეადგენს სულ 111 937 ლარს. აქედან ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი 2014 წლის აპრილის მონაცემებით გამგებლის სარგებლობაში არსებული 2011 წლის Toyota Land Cruiser-ია, რომლის საბალანსო ღირებულება შეადგენს 75 200 ლარს, ნარჩენი ღირებულება კი - 55 648 ლარს.

როგორც ირკვევა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამებისთვის გეგმით გათვალისწინებული იყო სულ 1 332 200 ლარი, ფაქტიურად კი დაიხარჯა 1 261 600 ლარი. მათ შორის: სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამული თანადაფინანსება - 30 100 ლარი ; უფასო სასადილოს დაფინანსება - 80 000 ლარი, მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ღონისძიებები და აუთვისებელი (ციტრუსის) თანხის უკან დაბრუნება - გეგმით 531 600 ლარი, ფაქტიური - 501 800 ლარი.

ოზურგეთის გამგეობისა და საკრებულოსგან განსხვავებით, 2013 წელს პრემიები გაიცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში.

ჩოხატაურის გამგეობაში 2013 წელს პრემიის სახით გაცემულ იქნა სულ 38 370 ლარი, აქედან მუნიციპალიტეტს გამგებელსა და მის ორ მოადგილეზე - 4 160 ლარი, ხოლო გამგეობის თანამშრომლებზე - 34210 ლარი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე გასულ წელს გაცემული პრემიების ოდენობამ შეადგინა ჯამში 10 610 ლარი. აღნიშნული თანხიდან საკრებულოს თავმჯდომარეს მიღებული აქვს 2 360 ლარი, მის მოადგილეს - 1 100 ლარი, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეებს კი ჯამში 7 150 ლარი. ამასთან, საკრებულოს აპარატის 7 თანამშრომელზე 2013 წელს გაცემულია სულ 3 220 ლარის პრემია.

2013 წელს ჩოხატაურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა სულ 5 407 ლარის  წარმომადგენლობითი ხარჯები გასწიეს, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა - 2 687 ლარი - დაიხარჯა ნოდარ დუმბაძის დაბადების 85-ე წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებული ოფიციალური სადილისთვის.  

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სულ 10 ავტომობილი) საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 41 744 ლარს. აღნიშნული ავტომობილებიდან 2014 წლის მარტის მონაცემებით გამგებლის მ/შ-ის მფლობელობაში იყო 2010 წელს 22 500 ლარად შეძენილი ავტომობილი Mitsubishi Pajero, ნარჩენი ღირებულებით 12 420 ლარი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მფლობელობაში - 2010 წელს 11 200 ლარად შესყიდული ავტომობილი Honda (ნარჩენი ღირებულება: 6 183 ლარი).

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წელს პრემიის სახით სულ გაცემულია 33 430 ლარი (სულ 67 პირზე), აქედან გამგებელსა და მის მოადგილეზე - 3 260 ლარი, ხოლო გამგეობის თანამშრომლებზე - 30 170 ლარი.

2013 წელს პრემიები გაიცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. მთელი წლის განმავლობაში საკრებულოს წევრებზე გაცემული პრემიების ოდენობამ  ჯამში 10 410 ლარი შეადგინა. ამასთან, გასულ წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითოეული წევრი სახელფასო დანამატის სახით იღებდა ყოველთვიურად 500 ლარს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მიერ 2013 წლის განმავლობაში გაწეულ იქნა სულ 9 390 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯები. აღნიშნული ხარჯებიდან ყველაზე დიდი თანხა - 3 100 ლარი - მოხმარდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის "ჩემი საქართველო აქ არის" მონაწილე კოლექტივის მიღება-მომსახურებას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე 2014 წლის მონაცემებით ირიცხება 13 ავტომანქანა, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 105 613.2 ლარს. გამგეობის ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებათა შორისაა სახანძრო სამსახურის სარგებლობაში არსებული ავტომანქანები - 2010 წელს 60 412.2 ლარად შეძენილი სპეც მანქანა Magirus Deutz-ი (ნარჩენი ღირებულება: 33 226 ლარი) და 2012 წელს 30 000 ლარად შეძენილი Mitsubish L 200 (ნარჩენი ღირებულება: 23 280 ლარი). ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე ირიცხება მხოლოდ ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება: 2002 წლის Toyota LandCruiser-ი, ნარჩენი ღირებულებით 13 226 ლარი და 1996 წლის გამოშვების BMW, ნარჩენი ღირებულებით 558 ლარი.“

დაიწყო თუ არა  ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში,  შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  გამგეობაში აღმოჩენილი დარღვევაზე მოკვლევა?

"გურია ნიუსი" ოზურგეთის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილეს, მალხაზ სირაძეს დაუკავშირდა.  

"ლანჩხუთის პოლიციაში   ლანჩხუთის აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმებულ მასალებზე გამოძიება დაწყებულია", _  განაცხადა სირაძემ.

შიდა აუდიტის განყოფილების მიერ გამგეობაში დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოთხოვნაზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძის თქმით,  "შემოწმების ეს აქტები განსახილველად  მაშინდელ საკრებულოს გადაეცა. თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა. "აიპებში" რეორგანიზაცია მიდის. თუ ვინმეს რამე დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა  პასუხს აგებს."

 

იხილეთ სტატია

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024