საერთაშორისო კონფერენცია - “კომუნისტური ტერორის ნეკროპოლისი”

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 13 თებერვალი 2023

   

8-11 თებერვალს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში “კომუნისტური ტერორის ნეკროპოლისი”, რომელიც ესტონეთის ისტორიული მეხსიერების ინსტიტუტისა და “სანქტ-პეტერბურგის მემორიალის საინფორმაციო და კვლევითი ცენტრის/ იოფეს ფონდის” ორგანიზებით ქ. ტალინში გაიმართა.

 

9 თებერვალს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის მიმართულების მკვლევარმა ედგარ ბრუტიანმა პანელური დისკუსიის “გახსენების ემოციურობა და ესთეტიკა: გახსენების პრაქტიკა, ენა და ფორმა” ფარგლებში ისაუბრა საქართველოში საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა გახსენების პრაქტიკაზე.

 

10 თებერვალს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელი ანტონ ვაჭარაძე პანელურ დისკუსიაზე “ტერორის მსხვერპლთა ნეშტების ძიება, იდენტიფიკაციის გამოწვევები” წარდგა მოხსენებით “მასობრივი სამარხების კვლევა საქართველოში 2017-2022 წლებში”.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: ირინა ფლიგე სანქტ-პეტერბურგის მემორიალიდან, უფლებადამცველი ევგენი ზახაროვი ხარკოვის ადამიანის უფლებათა ცენტრიდან. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ურმას რეინსალუმ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რის შემდეგაც მთავარი ლექცია (Keynote Speech) წაიკითხა ედვარდ ლუკასმა, სხვადასხვა დროს ეკონომისტის (The Economist), თაიმსისა (The Times) და დეილი მეილის (Daily Mail) ჟურნალისტმა.

 

IDFI საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული გამოცდილებასა და ახალ კონტაქტებს გამოიყენებს ბათუმში აღმოჩენილი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სამარხების შესწავლისთვის. საერთაშორისო ჩართულობა და გამოცდილების გაზიარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი საკითხია.

 

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალურ მუზეუმსა და კომუნიზმის ესტონელ მსხვერპლთა მემორიალს. კონფერენციის ბოლოს სპიკერებმა განიხილეს მონაცემთა საერთაშორისო ბაზის შექმნა, სადაც კომუნიზმის მსხვერპლთა საერთო სამარხები იქნება აღწერილი.

 


კონფერენციაში IDFI თანამშრომლების მონაწილეობა განხორციელდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024