ქალაქ გორში, კონკურსის “ომის მეხსიერება ქალაქში” გამარჯვებულების დაჯილდოება და მიურალის გახსნა შედგა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 7 აგვისტო 2022

2008 წლის ომთან დაკავშირებით, შიდა ქართლში, ზოგადი ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2022 წლის ივლისში გამოცხადდა კონკურსი “ომის მეხსიერება ქალაქში”. IDFI-სა და ZINC Network-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის მთავარი მიზანი სწორედ ახალგაზრდა თაობის მეხსიერებისა და ემოციების გაზიარების საშუალებით, ქალაქ გორის გარშემო ფიზიკურ სივრცეში ახალგაზრდების შექმნილი ნამუშევრის დატანით, ომის მეხსიერების თემაზე ჯანსაღი და ინფორმირებული დისკუსიის წახალისება იყო. 

 

კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს, პირველ ადგილზე გასული კი 17 წლის გიორგი ტეტუნაშვილია. მისი ჩანახატი იტევს გამძლეობის, შეუპოვრობისა და მომავლის იმედის სიმბოლურ მნიშვნელობას. ესკიზი ასახავს ომის სისასტიკის შედეგების ფონზე, ადამიანს, რომელიც ცდილობს ნერგი თავიდან გაახაროს, სიცოცხლე გააგრძელოს და მავთულხლართებთან ასეთი სიახლოვის მიუხედავად, შეუპოვრად განაგრძოს თავისი საქმე. 

 

ესკიზის ავტორის ინტერპრეტაციით: “მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაგანადგურეს, მთავარია იმედი აღორძინებისა”. სწორედ ეს ციტატა ახლავს თან მიურალს, რომელიც ქალაქ გორში, კირიონ II-ს ქუჩაზე არის განთავსებული. 

 

მიურალის გახსნა ქალაქ გორში სიმბოლურად, 2022 წლის 7 აგვისტოს გაიმართა. 

 

კონკურსის მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს  გიორგი ცაბაძემ და ქეთევან ბერაშვილმა. გიორგის ნამუშევარი გადმოსცემს ერთი ქართული ოჯახის ტრაგედიას, მისივე სიტყვებით: “მამა გრძნობს რომ უძლურია მტრის მრავალრიცხოვანი არმიის წინააღმდეგ და გზაზე გამოსული ცდილობს გადაარჩინოს დაბომბვისგან თავის ცოლშვილი, თუმცა მისი პატარა ვაჟი სათამაშო წყლის პისტოლეტით მზად არის წინააღმდეგობა გაუწიოს მომხდურთა ტანკებს თავისი ოჯახისა და სამშობლოს დასაცავად, რითიც გამოვხატე ის უკვდავი საბრძოლო სული, რომელიც გენეტიკურად დევს თითოეულ ქართველში.”

 

ქეთევანის  ნამუშევარი მისივე ინტერპრეტაციით - “მეხსიერებაში ჩაკირული აგვისტოს ტყვიები” გადმოსცემს იმ განცდებსა და ემოციებს, რომელიც დატოვა ომმა ქალაქის მეხსიერებაში: “გმირულად დაღვრილი სისხლი; დედები, რომლებიც შვილების გადარჩენას ცდილობენ; ბავშვები, რომლებსაც ომის მოგონებებისგან გაქცევა სურთ; დაცხრილული კედელი, რომელზეც ყაყაჩო ამოსულა.” 

 

კონკურსი IDFI-ის პროექტის “ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის” ფარგლებში ჩატარდა.  კონკურსის სამივე გამარჯვებულს 7 აგვისტოს, გრაფიტის გახსნასთან ერთად, გადაეცათ ფულადი პრიზები და სერთიფიკატები. Პროექტის სხვა მასალების სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.gorimaps.ge

 

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Zinc Network-ის დახმარებით. 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022