IDFI-ს შუალედური ანგარიში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები 24 ნოემბერი 2015

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს მის შუალედურ ანგარიშს პროექტის „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერა და მონიტორინგი საქართველოში“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ პროექტს IDFI ამ პროექტს ახორციელებს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსებით და მხარდაჭერით.


ორგანიზაციის შუალედური ანგარიში მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: მომხმარებლის მხარეს არსებული მდგომარეობა - მიღწევები და გამოწვევები, სახელმწიფოს სუბსიდირებული და არასუბსიდირებული მომხმარებლებთან დაკავშირებული ინფორმაცია, საინფორმაციო კამპანიის და ციფრული საეთერო ქსელის მდგომარეობა, არაქართულენოვანი არხების და ქსელის მდგრადობის პრობლემები. შუალედური ანგარიში ასევე მოიცავს რეგიონული და ადგილობრივი ტელევიზიები და მათი საეთერო ციფრული ქსელების მდგომარეობის შეფასებას, პრობლემებს და არსებულ გამოწვევებს.


ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი რამდენიმე ეტაპიანი იყო ხარვეზების უკეთ დასანახად, თითოეულ დონე ცალკე მოხდა მათი შეფასება. პროექტი უდავოდ წარმატებულია და 4-წლიან პერიოდში მომზადებული რეკომენდაციებისა და წინადადებების დიდი ნაწილი განხორციელდა საქართველოს ანალოგიური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში.


ორგანიზაციისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საეთერო ტელემაუწყებლობის ქსელით ოპერირება დაიგეგმა და განხორციელდა იმგვარად, რომ არ მოხდა არც ერთი მაუწყებლის შეზღუდვა. სტრატეგია და არსებული პრაქტიკა დიდწილად პასუხობდა იმ რეკომენდაციებს, რომელიც ასახულია ევროკავშირის დირექტივებსა და რეკომენდაციებში, ეუთოს და ITU-ს და სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციებში.


პირველ რიგში, უნდა გამოიყოს ის სიკეთეები და უპირატესობები, ასევე შესაძლებლობები რაც მიიღეს უშუალოდ მაუწყებლებმა და სამაუწყებლო ქსელების ოპერატორებმა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შედეგად:


- კარგად კონცენტრირებული საეთერო არხების ნაკრები საეთერო მაუწყებლობაზე დამოკიდებული ეროვნული მაუწყებლებისთვის (20 არხზე მეტი ერთ კალათში);
- კერძო და არა სახელმწიფო ქსელით სიგნალის გავრცელების შესაძლებლობა, როდესაც ქსელთან დაშვების ანუ გავრცელების საკითხს წყვეტს კერძო კომპანია წინასწარ, საკონკურსო პირობების ფარგლებში;
- სამაუწყებლო კონტენტის ეროვნულ დონეზე გავრცელების დაბალი ფასი - საშუალო ევროპულზე 20%-ზე ნაკლები; და ეროვნულ დონეზე არსებულ ანალოგური მაუწყებლობის ხარჯზე 40% ნაკლები;
- გავრცელების ფიქსირებული საფასური, რომელიც სალიცენზიო პირობაში ინტეგრირდა;
- 100%-ით სუბსიდირებული საქართველოს ოჯახების 15%-ზე მეტი რაოდენობა;
- ავტორიზაციის გამარტივებული ფორმა მაუწყებლობის უფლების მისაღებად;
- დაშვების პირობების ღიაობა და ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებულობის ვალდებულება.
- არსებული ლიცენზიანტებისთვის გამოუყენებელი ლიცენზიის ვადის შესაბამისი თანხების დაბრუნება სახელმწიფოსგან;
- დაფარვის გაზრდილი არეალი;
- გავრცელების ალტერნატივები რეგიონული სამაუწყებლო პლატფორმის სახით.



ორგანიზაცია აგრძელებს პროცესის მონიტორინგს, რადგან პროცესის საბოლოო შეფასებისთვის აუცილებელია ქსელის მდგრადობაზე და სალიცენზიო ვალდებულებების განხორციელებაზე მონიტორინგი. IDFI საბოლოო ანგარიშს 2016 წლის პირველ ნახევარში გამოაქვეყნებს.

/public/upload/IDFI/Digital/shualeduri-angarishi-23.11.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024