IDFI-ის განცხადება პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების თაობაზე

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 23 მარტი 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეხმიანება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ მთავარი არხისთვის მიცემულ  ინტერვიუში ნახსენებ ფაქტებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვების თაობაზე.

 

22 მარტს, გენერალურმა პროკურატურამ  გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

 

ბოლო წლებში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის შესახებ საზოგადოებას მრავალჯერ სმენია. საგანგაშოა, რომ ამგვარი ქმედების სამიზნეები, ხშირად, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალები არიან.

 

ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და განმტკიცებულია არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტით.  ფარული მიყურადების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხზე საზოგადოებაში არსებობს სერიოზული პროტესტი და ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირება, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდებოდა. მიუხედავად ამისა, ფარული მიყურადებით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით ადამიანებზე, განსაკუთრებით ქალებზე ზემოქმედება და მათი შანტაჟი კვლავაც წარმოადგენს ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას და გამოწვევას ჩვენს ქვეყანაში.

 

ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების ფაქტების სიხშირე და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ცხადყოფს, რომ საქართველოში ფარული მიყურადების მარეგულირებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სათანადო დაცვას. ქვეყანაში არ არსებობს ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემა და სათანადო პროცედურული გარანტიები, რაც სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას უზრუნველყოფდა.

 

ამასთან, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ნაკლებობის გათვალისწინებით, დაბალია ამ ფაქტის ეფექტიანი და გამჭვირვალე გამოძიების მოლოდინი.

 

IDFI გმობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უკანონო ხელყოფის ყველანაირ პრაქტიკას და მიიჩნევს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია როგორც კონკრეტულ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს სისტემური რეფორმა. ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანომ უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024