IDFI ეხმიანება მთავრობის სხდომაზე თელარა გელანტიას მეორედ არდაშვების ფაქტს

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 29 სექტემბერი 2022

2022 წლის 26 სექტემბერს თელარა გელანტიას კვლავ არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა მთავრობის სხდომას, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტის თქმით, მან 12 სექტემბერს მთავრობის წარმომადგენლისგან მიიღო სიტყვიერი პირობა, რომ უზრუნველყოფდნენ შემდგომ სხდომაზე მის დაშვებას.

 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 12 სექტემბერს თელარა გელანტიას არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა მთავრობის სხდომას, დაესვა საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვები და შეესრულებინა მისი პროფესიული მოვალეობა.

 

 „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს თელარა გელანტიას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული ფაქტის დადგენის საქმეზე. ჟურნალისტმა 2022 წლის 15 სექტემბერს IDFI-ს წარმომადგენლობით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს.

 

12 და 26 სექტემბრის ფაქტებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა მედიის განსაკუთრებულ ფუნქციას საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ინფორმაციის გავრცელებაში და გამოეხმაურა სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებულ ბრიფინგებზე თუ სხვა ღონისძიებებზე მედიის წარმომადგენლების არდაშვების ტენდენციას, რაც სახალხო დამცველმა თანასწორობის პრინციპთან წინააღმდეგობაში მყოფ პრაქტიკად შეაფასა.

 

სახალხო დამცველი საგანგაშო ტენდენციად მიიჩნევს ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმსა და უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებზე.“ - აღნიშნულია განცხადებაში

 

სახალხო დამცველმა მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი წვდომა ინფორმაციაზე, მათ შორის, თანასწორობის პრინციპის დაცვით.

 

მთავრობის შემდგომ სხდომებზე ჟურნალისტის დაუბრკოლებელი დასწრების უზრუნველყოფის მოთხოვნით განცხადებები ასევე გაავრცელეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და მედიის ადვოკატირების კოალიციამ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან თელარა გელანტიას სხდომაზე განმეორებითი არდაშვების ფაქტი ცალსახად ადასტურებს ჩვენს პოზიციას, რომ ადგილი აქვს ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. IDFI კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას თანასწორობის პრინციპის საფუძველზე მისცეს თელარა გელანტიას მთავრობის სხდომების გაშუქების შესაძლებლობა და აღმოფხვრას ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული უთანასწორომოპყრობა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა

18.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024