IDFI-მ კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისათვის ტრენინგი გამართა

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 20 დეკემბერი 2021

2021 წლის 19 დეკემბერს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ორგანიზებით კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისათვის, ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით: „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა კერძო სექტორში“. ტრენინგი ჩაატარა საქართველოს ბანკის მთავარი შესაბამისობის ოფიცერმა,  ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და შესაბამისობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ გოდერძიშვილმა.

 

შეხვედრის მიზანი იყო კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისათვის კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით კერძო სექტორის როლისა და მნიშვნელობის გაცნობა. ამავდროულად, ტრენერმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია კერძო იურიდიულ პირში რისკის მართვისა და განსახორციელებელი ქმედებების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკისა და მაგალითების შესახებ.

 

ტრენინგის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა განიხილეს კორუფციასთან ბრძოლის მიზეზები, შესაბამისობის ფუნქციის როლი კორუფციასთან ბრძოლაში, შესაბამისობის რისკის მართვის საუკეთესო პრაქტიკა; განსაზღვრეს კორუფციის რისკის კავშირი კორპორაციულ მართვასთან, კეთილსინდისიერების პრინციპსა და ეთიკურ ნორმებთან.

 

ამავდროულად, ტრენინგის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო კერძო სექტორისთვის, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, არსებული საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა.

 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024
განცხადებები

17:00 საათზე, ყველანი პარლამენტთან - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

01.05.2024

ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ახალი შემართებით გააგრძელებს

30.04.2024

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023