IDFI-მ ბოლნისსა და აღმამედლოში NATO-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გამართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 12 დეკემბერი 2023

2023 წლის 25 ნოემბერს ბოლნისში და 9 დეკემბერს მარნეულის რაიონის სოფელ აღმამედლოში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), NATO Public Diplomacy Programmes/Division-ის დაფინანსებული პროექტის - „ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“  ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

 

ტრენინგებს უძღვებოდა  მოწვეული ტრენერი ფაგან აბასოვი, რომელმაც ისაუბრა ნატო-ს დაარსების ისტორიასა და მის ძირითად პრინციპებსა და მიზნებზე, ნატო-ს როლზე კონფლიქტების მოგვარებაში, ჯგუფური სამუშაოს ფარგლებში ყურადღება გაამახვილა ნატო-ში გაწევრიანების დადებით მხარეებზე და რეგიონში გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივების გაბათილებაზე.

 

სატრენინგო სესიებზე მოწვეულმა ტრენერმა, ნოდარ ქირიამ ისაუბრა ინტერნეტსივრცეში დეზინფორმაციის მრავალფეროვნებაზე, მისი გადამოწმების მეთოდებსა და ამოცნობის გზებზე. ტრენინგის მეორე ნაწილში წარმოადგინა  სხვადასხვა მარტივი და პრაქტიკული  ონლაინ პლატფორმა, რომელთა საშუალებითაც კონტენტის პირველწყაროს მოძიება და ნებისმიერი სიახლის გადამოწმებაა  შესაძლებელი. 

 

პროექტი „ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“   მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემებში ნატოს საწინააღმდეგო განწყობისა და ცოდნის ნაკლებობის აღმოფხვრას; უსაფრთხოების გარანტიების გაცნობას, რომელსაც საქართველო მიიღებს ნატოს წევრობის შემთხვევაში; ნატოს და მისი მისიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას საქართველოში, ეთნიკური უმცირესობების თემების მდგრადობის ხელშეწყობას დეზინფორმაციის მიმართ.

 

 

ღონისძიების მონაწილეებს სატრენინგო სესიის დასრულების შემდეგ გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.

 

ღონისძიება განხორციელდა NATO Public Diplomacy Programmes/Division-ის ფინანსური მხარდაჭერით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024