IDFI-მ კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრის საბაკალავრო საგანი დაიწყო

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 18 მარტი 2024

2024 წლის 15 მარტს, USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, IDFI-მ კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრის საბაკალავრო საგანი დაიწყო. საგნის დასახელებაა „კორუფცია, ფული და პოლიტიკა”, რომელსაც უძღვება ლევან ნატროშვილი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. 

 

კურსის - „კორუფცია, ფული და პოლიტიკა” - ფარგლებში დაიფარება ისეთი თემები როგორიცაა, პოლიტიკური კორუფციის არსი და სახეები; პოლიტიკური ფინანსები; არჩევნები, საჯარო რესურსები და ამომრჩევლის მოსყიდვა; პოლიტიკური ლობიზმი; ღია მონაცემები თუ საჯარო ინფორმაცია - ცნებები, განსხვავებები, დანიშნულება; ღია მონაცემებისა და საჯარო ინფორმაციის მეშვეობით კორუფციის რისკების იდენტიფიცირება პოლიტიკაში.

 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება IDFI-მ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 2019 წლიდან დაიწყო. ბოლო წლების მანძილზე პროგრამა გაიარა 200-მდე მონაწილემ. 2024 აკადემიური წლის განმავლობაში სასერტიფიკატო პროგრამის გაგრძელებასთან ერთად, USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, IDFI დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელის წევრებსა და საჯარო პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. კურსის გახსნით ნაწილში სწორედ ამ დამატებით შესაძლებლობებზე ისაუბრა IDFI-ის წარმომადგენელმა და პროგრამის კოორდინატორმა, თეონა ტურაშვილმა. კერძოდ, ახალი ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევრებსა და პროფესიონალებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების კონკურსში, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება ღია ლექციები, ონლაინ ტრენინგები, საკონსულტაციო სესიები. გამორჩეული პოლიტიკის დოკუმენტის ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ანალიტიკური დოკუმენტი წარუდგინონ საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებს, მოიპოვონ ანაზღაურებადი სტიპენდია ან/და მონაწილეობა მიიღონ კარგი მმართველობის საკითხებზე დაგეგმილ საზამთრო სკოლაში. 

 

ხსენებული აქტივობები დაგეგმილია ახალი პროექტის - ახალგაზრდების გაძლიერება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისთვის - ფარგლებში, რომლის მიზანია ახალგაზრდების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების გაძლიერება, რათა აქტიური წვლილი შეიტანონ პოლიტიკის შემუშავების პროცესში, შესაძლებლობების განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების/საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზის მომზადებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა შესაძლებლობის უზრუნველყოფით. 

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024