IDFI-იმ ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ღია მონაცემებზე ტრენინგი ჩაუტარა

სიახლეები | ტრენინგები | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 21 ოქტომბერი 2020

2020 წლის 21 ოქტომბერს, IDFI-იმ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ღია მონაცემების განკარგვისა და გამოქვეყნების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას მონაცემების შეგროვების, წარმოებისა და გამოქვეყნების საკითხებზე, რაც დაეხმარებათ მუნიციპალურ ორგანოებს გააუმჯობესონ ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის პრაქტიკა.

 

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული და თეორიული ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

 

- ღია მონაცემების მნიშვნელობა, განმარტება და პრინციპები

- ღია მონაცემების განკარგვის სტანდარტები და პროცედურები

- ღია მონაცემების წარმოება და გამოქვეყნება

- ღია მონაცემების ფორმატები, მეტამონაცემები

- ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო ჩარჩო და ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი

- მუნიციპალიტეტის მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზები და მათი ხელმისაწვდომობა

 

ტრენინგის დროს ასევე გაიმართა დისკუსია, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მუნიციპალიტეტის მიერ მონაცემების განკარგვის პრაქტიკის გაუმჯობესებისა და მეტი მუნიციპალური მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

 

ტრენინგი წარიმართა საჯარო მოხელეებისთვის შექმნილი სპეციალური, ღია მონაცემების სახელმძღვანელოს მიხედვით. ასევე, ტრენინგს წინ უსწრებდა ოზურგეთის მერიაში მონაცემების ხელმისაწვდომობის პრაქტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შესახებ სიღრმისეული ანალიზის მომზადება, რის შედეგადაც გამოიკვეთა მერიის საჭიროებები და მომზადდა პრაქტიკული რეკომენდაციები.

 

ტრენინგი ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის, ,,დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” (USAID GGI), ფინანსური მხარდაჭერით. 

 

ტრენინგს უძღვებოდნენ IDFI-ის მედია, ინტერნეტ და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი და პროექტის ასისტენტი, გვანცა ნიკურაძე.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024