IDFI-მ და GYLA-მ საჯარო მმართველობის რეფორმის საკითხებზე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ტრენინგები გამართეს

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 30 სექტემბერი 2020

IDFI-მ და GYLA-მ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საკითხებზე ონლაინ ტრენინგები გამართეს რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

 

ტრენინგების მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას საჯარო მმართველობის რეფორმის, PAR-ის სამოქმედო გეგმისა და მისი ალტერნატიული მონიტორინგის მეთოდოლოგიის, ისევე, როგორც საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ. ამ მიზნით, ტრენინგებზე განიხილეს საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმა (PAR Tracker), რომელიც აერთიანებს პრაქტიკულ ინფორმაციას საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ და უზრუნველყოფს მონიტორინგის პროცესში გარე მომხმარებლის ჩართულობას როგორც საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული თემატური მიმართულების/ამოცანის/აქტივობის/ინდიკატორის შეფასების, ისე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე კომენტარების/უკუკავშირის გაზიარების გზით.

 

ტრენინგების განხორციელების შემდგომ ეტაპზე IDFI და GYLA ტრენინგების მონაწილეებიდან კონკურსის წესით შეარჩევენ ორგანიზაციებს და მათთვის გამოყოფენ მცირე გრანტებს. მცირე გრანტების მისაღებად განაცხადების წარდგენის შესახებ მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ განხორციელებული ტრენინგების ფარგლებში. რეგიონული ორგანიზაციებისთვის მცირე გრანტების გაცემა მიზნად ისახავს რეგიონულ დონეზე PAR-ის გზამკვლევისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ხელშეწყობას. შერჩეული ორგანიზაციები შეაფასებენ ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას; ყველა ადგილობრივი დაინტერესებული მხარის ჩართულობით გამართული საჯარო განხილვებისა და სამუშაო შეხვედრების საშუალებით, გამოკვეთენ გამოწვევებს და შესაძლებლობებს. ასევე ჩაერთვებიან მონიტორინგის პროცესში ონლაინ პლატფორმის (PAR tracker) გამოყენების გზით.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024