IDFI-ს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელები გადაეცა

სიახლეები 16 ნოემბერი 2015

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) დააჯილდოვა. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შეჯამების საღამოზე სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ქუბინიძემ მადლობის სიგელები გადასცა IDFI-ს თანამშრომლებს, მედიისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელს უჩა სეთურსა და ანალიტიკოსს ნატა ძველიშვილს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში. სიგელი აგრეთვე გადაეცა „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს ნათია კუპრაშვილს, რომელიც ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდა IDFI-ის მიერ განხორციელებულ პროექტში.


ვიცე პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს თავმჯდომარესა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან ერთად საღამოზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა უჩა სეთურმაც, რომელმაც განვლილი პროცესი შეაფასა. მის მიერ გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ სიკეთეებზე, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შედეგად მიიღო საქართველოს მედია გარემომ და მაუწყებლებმა. ყველა გამომსვლელმა გამოყო სამოქალაქო საზოგადოების დიდი როლი რეფორმის წარმატებულად დასრულებაში, განსაკუთრებით ხაზი გაესვა IDFI-ს ჩართულობას და შეტანილ წვლილს ამ პროცესში.


IDFI ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში 2012 წლიდან ჩაერთო აქტიურად, როდესაც ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის განხორციელება, გახდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს წევრი და არაერთი კვლევა და რეკომენდაცია შესთავაზა გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებს. IDFI მონაწილეობდა როგორც სახელმწიფო სტრატეგიის შექმნაში, ასევე მისი განხორციელების ყველა ეტაპზე - საკანონდებლო რეგულაციების შემუშავებაში, საინფორმაციო კამპანიაში, სეტ ტოპ ბოქსების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში. ორგანიზაციის წარმომადგენლები უშუალოდ ამოწმებდნენ ციფრული ქსელის მდგრადობას და გამართულად მუშაობას, სეთ-ტოპ-ბოქსების კონცენტრაციას ბაზარზე და მათ ფასებს, ეხმარებოდნენ მომხმარებლებს საინსტალაციო და სხვა სახის პრობლემების აღმოფხვრაში.


ორგანიზაცია ბოლო 4 თვის მონიტორინგის შედეგებს და პროცესის ანალიზს უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024