IDFI-ის ტრენინგები ელექტრონული ჩართულობის შესახებ

სიახლეები | ტრენინგები | ინტერნეტი და ინოვაციები 26 სექტემბერი 2014

15-24 სექტემბრის განმავლობაში IDFI-მ ჩაატარა 6 ტრენინგი ელექტრონული ჩართულობის შესახებ. საერთო ჯამში, სემინარებს ესწრებოდა სხვადასხვა სპეციალობის (იურიდული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტის, საჯარო მმართველობისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების) სხვადასხვა უნივერსიტეტის სამოცამდე სტუდენტი. 

 

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის, მისი ელექტრონულად გამოთხოვნის ხერხების, ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების, საჯარო უწყებების Facebook და ვებ-გვერდების მონიტორინგის ძირითადი მეთოდებისა და ღია რესურსების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ. დღის განმავლობაში მათ საშუალება ჰქონდათ მიეღოთ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა თითოეული საკითხის შესახებ.


ჯგუფური მუშაობის დროს მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ დაეწერათ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ტექსტი, დაეჯგუფებინათ საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ვებგვერდების ელექტრონული ჩართულობის ინდექსის შესაფასებლად საჭირო კომპონენტები სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით (ელ-კომუნიკაცია, ელ-კონსულტაცია და ელ-გადაწყვეტილება), ინდივიდუალურად ეფიქრათ სამომავლო გეგმებსა და ესსეს საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ მათი ჩართულობა პროექტში ტრენინგით არ შემოიფარგლება და შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკაში განახორციელონ მიღებული უნარები და ინფორმაცია. კერძოდ, ტრენინგების შემდეგ თავად დააკვირდებიან Facebook-ზე საჯარო დაწესებულებების გვერდებს და მათ ოფიციალურ ვებ-გვერდებს, გამოითხოვენ საჯარო ინფორმაციას, დააკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას და მოამზადებენ ბლოგ-პოსტებს საკუთარი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე. 


ტრენინგის ბოლოს ტრენერებმა მონაწილეებს გააცნეს პროექტის შემდგომი აქტივობების კალენდარი, რომელშიც დეტალურად იყო მოცემული მათთან კომუნიკაციის ფორმები მომდევნო სამი თვის მანძილზე. მონაწილეთა პრაქტიკული უნარების შემდგომი გაუმჯობესებისა და დამატებითი ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით, IDFI-ს წარმომადგენლები მათ მუდმივად გაუწევენ პირად თუ ჯგუფურ კონსულტაციას ესსეებზე მუშაობისას. მონაწილეებს გადაეცათ ელექტრონული ჩართულობის სახელმძღვანელო, სადაც აღნიშნული საკითხებია განხილული და ნებისმიერ ადამიანს მისცემს ძირითად მიმართულებებს ხელისუფლების ონლაინ რესურსებისა და საქართველოში ელექტრონული მმართველობის დონის შეფასებისთვის. 

 

ტრენინგები ელ-ჩართულობის შესახებ მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მათი ცნობიერების ამაღლებას იმ თანამედროვე მექანიზმების შესახებ, რომლებიც საჭიროა მთავრობის ანგარიშვალდებულების მისაღწევად. ტრენინგის შემდეგ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ ესეების კონკურსში, რომლის საუკეთესო 10 მონაწილის ბლოგი გამოქვეყნდება IDFI-ის გვერდზე და სამ გამარჯვებულს გადაეცემა Kindle.


ტრენინგები გაიმართა პროექტის „ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება“ ფარგლებში და ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

 ფოტო გალერეა

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024