ოფშორული კომპანიები საქართველოში - რისკები და რეკომენდაციები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 19 აპრილი 2016

 

IDFI წლების განმავლობაში წერდა ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების შესახებ. კვლევაში წარმოგიდგენთ გასული წლების განმავლობაში IDFI-ის მიერ გაანალიზებულ შემთხვევებს ოფშორული კომპანიების შესახებ და ასევე ოფშორული ზონებიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის ანალიზს.

 

აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა „პანამის დოკუმენტების“ სახელით ცნობილი კონფიდენციალური დოკუმენტების ბაზა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ასზე მეტი პოლიტიკოსი, მათ შორის თორმეტი ამჟამად მოქმედი მსოფლიო ლიდერი და მათი ოჯახები, იყენებდნენ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად.


„პანამის დოკუმენტები“ შეიცავს ოფშორში რეგისტრირებული მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იურიდიული კომპანიის მოსაკ ფონსეკას (Mossack Fonseca)-ს მილიონობით დოკუმენტს, რაც ანონიმური წყაროებით აღმოჩნდა გერმანულ გაზეთ Süddeutsche Zeitung-ის ხელში. ამ უკანასკნელმა დოკუმენტები გაუზიარა „საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს“ (ICIJ), საიდანაც ინფორმაცია მთელს მსოფლიოში გავრცელდა.


„პანამის დოკუმენტების“ გასაჯაროება არის მსგავსი მონაცემების გამოქვეყნების მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა. დოკუმენტების რაოდენობით იგი გაცილებით აჭარბებს როგორც ვიკილიქსის მიერ 2010 წელს გასაჯაროებულ მონაცემებს, ისე ედვარდ სნოუდენის მიერ გავრცელებულ მასალებს. პანამის დოკუმენტების გამოქვეყნების შედეგად გადადგა ისლანდიის პრემიერ-მინისტრი და ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი, შვეიცარიის და სხვა ევროპული ქვეყნების სამართალდამცავმა სტრუქტურებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო 2016 წლის 14 აპრილს ევროპარლამენტის პრეზიდიუმის კონფერენციაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება პანამის დოკუმენტების საქმესთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.


როგორც გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან გამოჩნდა, ოფშორულ ზონებში კაპიტალის მქონე პირებს შორის არის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. ივანიშვილი ფლობს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს დაარსებულ კომპანია „ლინდენ მენეჯმენტს“. აღნიშნული კომპანიის მფლობელობა ბიძინა ივანიშვილს არც 2012 წელს და არც 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული. რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, რომელსაც საქართველოში ფულის გათეთრების, უკანონო შემოსავლის მიღებისა და ასევე მითვისება-გაფლანგვის მუხლებით აქვს ბრალი წაყენებული, გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, მან 2008 წელს მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ სამი კომპანია გახსნა ოფშორულ ზონაში.

 

ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის საქმიანობა საქართველოშიც დაშვებულია და წინააღმდეგობაში არ მოდის კანონმდებლობასთან. 

 

 

 

 

მიუხედავად ამისა, ასეთი კომპანიების საქმიანობა ცალსახა რისკებს შეიცავს: როგორც ირკვევა, საქართველოში არაერთი შემთხვევაა, როდესაც ქონების, მათ შორის სახელმწიფო ქონებისა და სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტების (მაგ. ენერგეტიკა, წიაღისეულის მოპოვება) მფლობელი კომპანიები ოფშორულ ზონებშია რეგისტრირებული და მათზე ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია.

  

 

 

 ცნობილია შემთხვევები, როდესაც ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით საზოგადოებისთვის უცნობი ფინანსური ჯგუფები ან პირები ფლობდნენ და ფლობენ მედია საშუალებებსაც. მაგალითად, 2011 წელს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე ოფშორულ ზონაში იყვნენ რეგისტრირებული ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ისა და ტელეკომპანია “მზის” მფლობელები . ასევე დღემდე ოფშორშია რეგისტრირებული შპს ყოველკვირეულ საინფორმაციო-ანალიტიკურ ჟურნალ ტაბულას 51% წილის მფლობელი კომპანია UCG Green Power-ი, რომელიც თავის მხრივ პანამაში რეგისტრირებულ Rylf Management-ს ეკუთვნის . მედია საშუალებების (მაუწყებლები, ონლაინ და ბეჭდური გამოცემები, საინფორმაციო სააგენტოები და სხვა) განკარგვა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით კი განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია, რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის, ისევე როგორც მედიის პოლიტიკური გავლენებისგან განთავისუფლების კონტექსტშიც. ოფშორებთან დაკავშირებით რისკების მიმოხილვისას შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:


• ანგარიშვალდებულება - ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები საკუთარ წესდებას, ზუსტი მფლობელების ვინაობას, ხელშეკრულების პირობებსა და სხვა დეტალებს არ აქვეყნებენ იმ ქვეყნის საჯარო რეესტრში, სადაც მოღვაწეობენ. შესაბამისად, საზოგადოებისთვის შეუძლებელი ხდება იმის გადამოწმება, თუ ვისი ინტერესები დგას ქვეყანაში მოქმედი ამა თუ იმ მსხვილი ბიზნესის უკან, რაც ზრდის კორუფციული გარიგებების და ინტერესთა შეუთავსებლობის პოტენციური შემთხვევების რისკებს.


• უსაფრთხოება - მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა, რუსეთის მოქალაქეები ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით აკონტროლებენ არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტს საქართველოს ეკონომიკაში. სახელმწიფოს არ აქვს არანაირი ბერკეტი ოფშორულ ზონებში განხორციელებულ გარიგებებზე ზემოქმედებისა.


• ფულის გათეთრება და ზეწოლა ბიზნესზე - ოფშორული კომპანიები თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმაც შეიძლება გამოიყენონ ფულის გათეთრების, კორუფციის ან ბიზნეს სუბიექტებზე უკანონო ზეწოლის განსახორციელებლად.


• გადასახადებისგან თავის არიდება - პანამის დოკუმენტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არაკეთილსინდისიერი ბიზნეს ჯგუფები ოფშორულ კომპანიებს იყენებენ იმისთვის, რომ დამალონ შემოსავალი და თავიდან აირიდონ გადასახადების გადახდა, რითაც ზიანი ადგება სახელმწიფო ბიუჯეტს.

 


რეკომენდაციები

 


ინფორმაციის თავისუფლებს განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მოუწოდებს:


საქართველოს პროკურატურას - გამოიძიოს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი განკარგვის, კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის, ფულის გათეთრებისა და გადასახადების გადახდისგან თავის არიდების შემთხვევები, ისევე როგორც მაღალი თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივ დეკლარაციებში ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტები.


საქართველოს პარლამენტს - დაეყრდნოს ევროპარლამენტის პრაქტიკას და შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების გავლენას საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.


საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს - განსაზღვროს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროები (მაგ: ენერგეტიკა, წიაღისეულის მოპოვება, პორტები, რკინიგზა, ბეჭდვითი და ახალი მედია და ა.შ.) და მიიღოს საკანონმდებლო რეგულაციები რომელიც უზრუნველყოფს ოფშორული კომპანიების მფლობელთა შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურ საჯაროობას, როგორც ეს 2011 წელს სატელემაუწყებლო სფეროსთან დაკავშირებით მოხდა.

 

 

/public/upload/Meri/IDFI - Offshore Companies in Georgia - Risks and Recommendations .pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024