IDFI აქვეყნებს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირთა სიას

IDFI მედიაში 9 ივლისი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირთა მონაცემთა ბაზას.

ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულ ბაზაში მოცემულია ორასზე მეტ საჯარო დაწესებულებაში, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა. გარდა ამისა, ბაზაში მითითებულია საჯარო დაწესებულებების მისამართები, ვებ-გვერდები და ლოგოები (არსებობის შემთხვევაში).


ინფორმაცია ორგანიზებულია სამ ძირითად კატეგორიაში, რაც ამარტივებს ძებნის პროცესს. ეს კატეგორიებია:


- პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის კანცელარია, პარლამენტი და მათ დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ები, დამოუკიდებელი ორგანოები;


- სამნისტროები, მათ დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ები და საქვეუწყებო დააწესებულებები;


- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, სასამართლოები.


IDFI სისტემატურად ანახლებს და სრულყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირთა მონაცემთა ბაზას.


IDFI-ს წარმომადგენლები შენიშნავენ, რომ საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტი არ არის განსაზღვრული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, კანონში არსებული ჩანაწერით ამ სტანდარტს ყველა უწყება შეიმუშავებს ინდივიდუალურად, რის გამოც არ არსებობს ერთიანი პრაქტიკა.


"ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალ კანონზე, რომლის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვა შესაძლებელი გახდება", აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.

 

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024