IDFI -ი შპს “სი-ტი პარკის” ანგარიშების უცნობ დეტალებს აქვეყნებს

IDFI მედიაში 1 ივლისი 2014

„სი-ტი პარკის“ მიერ დაჯარიმებული მოსახლეობის ჯარიმების გადახდის შედეგად, 2009-2013 წლებში თბილისის მთავრობის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ოდენობამ მინიმუმ 11 608 740 ლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აქვეყნებს.


თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ახალ ბრალდებას „სი-ტი პარკის“ საქმესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია IDFI გამოეხმაურა. IDFI -მა შპს “სი-ტი პარკის” ანგარიშების უცნობი დეტალები გამოაქვეყნა.


„ქ. თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხს 2007 წლიდან კომპანია შპს „სი-ტი პარკი“ არეგულირებს. ის ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც დღეს დედაქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგება და დახვეწა ეკისრება. 2007 წლის 9 ნოემბერს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა. აუქციონის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „სი-ტი პარკი“ დააფუძნეს. ამავე წლის 7 დეკემბერს თბილისის მთავრობასა და „სი-ტი პარკს“ შორის ქ. თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.


როგორც „სი-ტი პარკის“ ოფიციალური ვებგვერდიდან ირკვევა, აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიას 15 წლის ვადით პარკირების სფეროს მართვის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. „სი-ტი პარკის“ ჯარიმის მინიმალური ოდენობა 10 ლარს შეადგენს, მაშინ 2009-2013 წლებში ჯარიმების გადახდით თბილისის მთავრობის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ოდენობამ მინიმუმ 11 608 740 ლარი შეადგინა, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს საჯარიმო შემოსავლებისთვის. „სი – ტი პარკის“ საქმით 2014 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც დაინტერესდა“, – აღნიშნულია IDFI-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე გიგი უგულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება 2007 წლის 7 დეკემბერს “სი-ტი პარკსა” და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას. როგორც უწყებაში განმარტავენ, უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით გაფლანგა სახელმწიფო კუთვნილი 1 086 718 ლარი.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024